Sunday 28 August 2022

ბათუმი, როგორც დომინო 1919-1920 წლებში: ინდოეთის დაცვა ამიერკავკასიაში

 

ბრიტანელთა გასვლა ბათუმიდან, 1920 წლის ივლისი.
(ვახტანგ ღამბაშიძის ფოტო - საქართველოს ეროვნული არქივი)

პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში, ამიერკავკასია, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი, წინ ვერ აღუდგა რევოლუციას და საბოლოოდ, „ცენტრალური სახელმწიფოების“ მიერ იქნა ოკუპირებულიამის შემდეგ, მალევე, ისინი იძულებულები გახდნენ, დიდწილად, კავკასიიდან შორს მომხდარი პოლიტიკური და სამხედრო მოქმედებების გამო, გასულიყვნენ.[1] რევოლუციისაგან განადგურებული რუსული ხელისუფლებისა  და ომში დამარცხებული „ცენტრალური სახელმწიფოების“ ფონზე, ამიერკავკასიაში ფაქტობრივად ძალაუფლების ვაკუუმი წარმოიქმნა. ამგვარად, ომის შემდეგ ზოგიერთი დიდი სახელმწიფოსთვის გამოჩნდა მიმზიდველი შესაძლებლობა და აღმოჩნდა რომ უფრო მეტად ბრიტანეთი, ვიდრე სხვა მოკავშირეები, დაიკავებდა ამ ტერიტორიას. თურქეთის წინააღმდეგ მოკავშირეების საომარი ძალისხმევის უმძიმესი ტვირთის და ბრიტანეთის მიერ მთელი ახლო აღმოსავლეთის სიმძიმის ზიდვის გამო, კუნძულელებს სწამდათ, რომ მათ  ამიერკავკასიის მომავლის განსაზღვრის შესახებ შეეძლოთ ყველაზე ხმამაღლა ესაუბრათ.[2] ამგვარად, ბრიტანელების მიერ ინსპირირებული 1918 წლის 30 ოქტომბრის მუდროსის ზავიდან, 1921 წლის მარტში ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში აღებამდე, ბრიტანეთმა რეგიონში წამყვანი როლი ითამაშა და ის მცირე ხნით აზიაში „დიდ თამაშის“ ნაწილად აქცია.*  

თურქეთთან და გერმანიასთან ზავმა ამიერკავკასიაში ბრიტანეთის ინტერვენციისთვის ჩარჩო მოამზადა. 1918 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ბრიტანულმა ჯარებმა (მთლიანობაში ორ დივიზიაზე ნაკლები) დაიკავა ბაქო, თბილისი, ბათუმი და შეარჩია პუნქტები რკინიგზასთან და ნავთობსადენთან, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ სამ ცენტრთან. თითქოს ბრიტანული ძალები კავკასიაში მტრის გავლენის აღმოსაფხვრელად გაიგზავნა. თუმცაღა ნათლად ჩამოყალიბებული პოლიტიკის შედეგი ინტერვენცია არ ყოფილა.

1918 წლის ბოლოს და და 1919 წლის დასაწყისში, ამიერკავკასიაში ბრიტანული პოლიტიკა, ლონდონში პოლიტიკოსების უფრო ნაკლებ გავლენას განიცდიდა, ვიდრე ადგილზე მყოფი სამხედროებისაგან, რომლებიც სამომავლო პოლიტიკის გაურკვევლობის გამო ხშირად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. ამან ბრიტანეთი სწრაფად დააშორა თურქული და გერმანული ძალების ევაკუაციის უბრალო ზედამხედველობას. 1919 წლის გაზაფხულისთვის, ის, რაც დროებით ოკუპაცია უნდა ყოფილიყო, იქცა ამიერკავკასიაში ბრიტანეთის პროტექტორატად.

დიდი ბრიტანეთის მოულოდნელად მყარი სამხედრო პოზიცია კავკასიაში, როგორც ჩანს, ნიშნავდა რომ მას ეძლეოდა შესაძლებლობა რეგიონი ექცია  იმპერიის ფორპოსტად. თუმცა, დიდ ბრიტანეთს ტრადიცული ინტერესები ამიერკავკასიაში არ ჰქონია. და როდესაც ბრიტანელი პოლიტიკოსები კამათობდნენ ნამდვილად მოეხდინათ თუ არა რეგიონის ანექსია, ამიერკავკასიამ შეიძინა  მდიდრული აურა, რასაც ბრიტანეთის მთავრობა, მზარდ იმპერიულ პასუხისმგებლობასთან ერთად, გაჭირვებით თუ გაუმკლავდებოდა. მართლაც, 1919 წლის შუაში, ბრიტანეთი სრულად იყო დაკავებული მისთვის უფრო ახლობელ და მნიშვნელოვან ტერიტორიაზე პოლიტიკური მღელვარებების მოგვარებით. ირლანდიაში, შინ ფეინის პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს და დაასრულა დამოუკიდებლობის გამოცხადება. ფაქტობრივმა სამოქალაქო ომმა ერთი წლის შემდეგ იფეთქა. ინდოეთში, მაჰათმა განდის პოლიტიკური ართანამშრომლობის პირველი კამპანია დაწყებული იყო. რასაც სწრაფად მოჰყვა „არმიტსარის ინცინდეტი“** და ავღანეთის ემირის მიერ ომის გამოცხადება.  ეგვიპტეში მთავრობა უეცრად დაწყებული ანტიბრიტანული აგიტაციის პირისპირ აღმოჩნდა, რაც დღევანდელი ნორმებით, ნაციონალისტურ ტერორიზმამდე მივიდა. თურქეთში მუსტაფა ქემალ ფაშა, ნაციონალისტების მხარდაჭერით, კონსტანტინოპოლსა და სრუტეებზე უკვე იქცა ბრიტანული კონტროლისთვის პოტენციურად სერიოზულ საფრთხედ. ეს პოლიტიკური არეულობები უფრო ტრადიციულ გავლენის სფეროებშისადაც ბევრი ბრიტანული რესურსი იხარჯებოდა, როგორც ჩანს, სხვა ადგილას  ახალ თავგადასავლებს კრძალავდა. მათი მთავარი ოპონენტი იყო იმპერიის გენერალური შტაბის მეთაური სერ ჰენრი ვილსონი, ვისი „მთელი ენერგიაც მიმართულია მოარიდოს ჩვენი ჯარები ევროპას და რუსეთს და მთელი ძალებით კონცენტრირდეს მოსალოდნელ შტორმის ცენტრებზე. უფრო ზუსტად, ინგლისზე, ირლანდიაზე, ეგვიპტესა და ინდოეთზე.“ [3] ვილსონისათვის ამიერკავკასია იყო შტორმის ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც უბრალოდ არ იყო საკმარისად მაღალი.

ამ გარემოებებში, 1919 წლის 3 ივლისს, ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა 15 აგვისტოს  კავკასიიდან თავისი ჯარების ევაკუაცია დაეწყო. [4] თუმცა, 23 ივლისს შავი ზღვის არმიის შტაბის უფროსმა სერ ჯორჯ მილნიმ მიმართა ომის სამინისტროს, და დაეკითხა თუ ვისთვის შეეძლო გადაეცა ბათუმის ოლქი. [5] ინტერვენციის დაწყებიდან ბათუმს და მოსაზღვრე ტერიტორიებს ადმინისტრირებას უწევდა ბრიტანეთის სამხედრო მმართველობა, პატარა ამიერკავკასიური რესპუბლიკების, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანისაგან განცალკევებით, რომლებიც რუსეთის რევოლუციის დროს დაფუძდნენ.  რეგიონის მომავალთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობდა არანაირი გეგმა. დებატები ბათუმის სტატუსის შესახებ  ამ არეალში ბრიტანეთის ინტერესების ბუნებას და ინდოეთის დაცვის საკითხში კავკასიის როლს განასახიერებდა.

გენერალ მილნის აზრით ბათუმის პროვინცია მცირე ჯარით ბრიტანული მმართველობის ქვეშ უნდა დარჩენილიყო. ის ამტკიცებდა, რომ ეს იყო კავკასიაში წესრიგის შენარჩუნების ერთადერთი გზა იმ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რომელსაც მომავალში მოკავშირეები პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მიიღებდნენ. [6] ამასობაში, ლორდი კერზონი მსგავს საკითხებზე დავობდა. მას, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, სურდა დარწმუნებულიყო, რომ ამიერკავკასიიდან ევაკუაციამდე, ბათუმზე კონტროლი უნდა მიეღო რომელიმე მეგობრულ ან საიმედო მოთამაშეს. [7] მასაც ასევე სურდა, რომ ბრიტანული ჯარები სავარაუდოდ ერთი წელი დარჩენილიყვნენ ბათუმში  და ეჭვგარეშეა რომ არა უსასრულოდ. ის იმედოვნებდა, რომ ომის სამინისტრო ამას დაეთანხმებოდა, მანამ სანამ ამ არეალში მყოფი ბრიტანული ჯარების დიდი ნაწილი შინ დაბრუნდებოდა. [8] ფაქტობრივად, კერზონი ცდილობდა ესარგებლა თავისი უკანასკნელი შესაძლებლობით, რათა  ბრიტანეთის იმპერიასა და ომის შემდგომ ამიერკავკასიას შორის ეფექტური კავშირი შეექმნა. 1919 წლის უკანასკნელ თვეებში და 1920 წლის პირველ ნახევარში კერზონი და  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორდი ჰარდინგი განუწყვეტლივ კამათობდნენ ბრიტანული გარნიზონის ბათუმში შენარჩუნების შესახებ.

ეს მისაღებ კომპრომისად ჩაითვალა კავკასიიდან ბრიტანული ჯარების სრულ ევაკუაციასა და შენარჩუნებას შორის და ბათუმი ჩანდა როგორც პრესტიჟის საკითხი. ეს იყო ბაზა, საიდანაც ბრიტანელებს შეეძლოთ თავისი გავლენა ჰქონოდათ არა მხოლოდ ამიერკავკასიაზე, არამედ ახლო აღმოსავლეთის დიდ ნაწილზე. ბრიტანული შენაერთების სრულად გასვლასთან დაკავშირებით საშინელი შედეგები იქნა ნაწინასწარმეტყველები. ყველაზე სერიოზული იყო პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც გავრცელდებოდა მთელ ახლო აღმოსავლეთში, უეჭველად გავლენას მოახდენდა ინდოეთის სტაბილურობაზე, რაც შესაძლოა მის დაკარგვამდეც მისულიყო. დომინოს ეს თეორია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული.

ომის სამინისტროს საწინააღმდეგო პოზიცია საუკეთესოდ წარმოადგინა სერ ჰენრი ვილსონმა, რომელიც აგრძელებდა კამათს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიტანეთის სამხედრო ვალდებულებები მეტისმეტად დიდი იყო. ის საკუთარ დღიურში მუდმივად წერდა თავისი მზარდი შეშფოთების შესახებ, რომ ისეთი გარნიზონები, როგორიც ბათუმში იდგა,  მეტისმეტად სუსტი იყო, რათა  სერიოზული შეტევა მოეგერიებინა და ძალიან იზოლირებული იმისთვის რომ სერიოზულ სირთულეს წინ აღდგომოდა. იმპერიის გენერალური შტაბის უფროსი შიშობდა რომ ბრიტანეთის შედარებით მცირერიცხოვანი შენაერთები სახიფათოდ იყო გაფანტული და მათ კონცენტრირება იქ უნდა მოეხდინათ, სადაც ქვეყნის ყველაზე სასიცოცხლო ინტერესებს ემუქრებოდა საფრთხე. აქ იგულისხმება ტრადიციული ზონები, სადაც ბრიტანელთა ბატონობა უფრო მეტად შიდა ამბოხებებით იცვლებოდა, ვიდრე საგარეო აგრესიით.

ბუნებრივია, ამ მიზეზით იყო, რომ ომის სამინისტრომ კავკასიაში ბრიტანული გავლენის შენარჩუნების მცდელობის უსარგებლობა დაინახა. 2 სექტემბერს, ამიერკავკასიიდან დაწყებული ევაკუაციისას, კერზონი წინადადებით გამოვიდა დაეტოვებინათ ოთხი ბატალიონისაგან შემდგარი ბრიგადა, რომელიც თბილისს, ბაქოსა და ბათუმს [9] შორის გადანაწილდებოდა. ეს შემოთავაზება თითქმის მაშინვე იქნა უარყოფილი.  ერთია იყო მნიშვნელოვანი ძალის ნაწილი, რომელიც დომინირებდა ისეთ მნიშვნელოვან რეგიონში როგორც კავკასიაა, რასაც ჩვენ აქამდე ვახერხებდით“ ამბობდა ვილსონი „მაგრამ მეორეა იყო სუსტი ბრიგადის ნაწილი, რომელიც გაფანტულია ვრცელ ტერიტორიაზე და არის დახმარების გარეშე.“[10] კაბინეტი მას დაეთანხმა, რომ კავკასიაში მიმოფანტული მცირე ძალებით ვერ მოხდებოდა იმპერიის ინტერესების დაცვა. მოწყვლადი ბატალიონების შენარჩუნებისათვის უმჯობესი იქნებოდა სრული ევაკუაცია.

            საგარეო საქმეთა სამინისტრო კონცენტრირებული იყო ბათუმში ეფექტური ბრიტანული გარნიზონი შეენარჩუნებინა. ამის ასახსნელად და კერზონის პოლიტიკის მხარდასაჭერად აღმოსავლეთის დეპარტამენტმა მოამზადა შემდეგი მემორანდუმი:

„თუ ჩვენ სრულად დავტოვებთ ამ ტერიტორიას, ეს მიწა უთუოდ გახდება დენიკინის „მოხალისეთა არმიას“ და საქართველოს მთავრობას შორის  ბრძოლის მიზეზიდენიკინს ექნება ცდუნება გასცდეს თავისი გავლენის სფეროს საზღვრებს და ამიერკავკასიის წონასწორობა დაირღვევა. „მოხალისეთა არმიასთან“ კონფლიქტმა არ შეიძლება ქართველები ბოლშევიკთა ხელში არ ჩააგდოს.“

            გარდა ამისა, თბილისში მყოფი ბრიტანული დიპლომატიური მისია „დაუცველ და იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და, შესაბამისად, ეს გავლენა მას დაასუსტებდა.[11] კერზონი ამ მოსაზრებებს დაეთანხმა და მოემზადა კაბინეტის დასარწმუნებლად. [12]

            არასტაბილურობა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინიტრო ელოდა, უარყოფით ეფექტს მოახდენდა ინდოეთის უსაფრთხოებაზერაც ნაწილობრივ კავკასიაში დაწყებული ნაციონალისტური კონფლიქტებიდან მოდიოდა. ბრიტანეთის მიერ კონტროლირებადი  ბათუმის პროვინციის მოსახლეობას ძირითადად მაჰმადიანი ქართველები (აჭარლები) შეადგენდნენ. ამ მიზეზითსაქართველოს რესპუბლიკა ხსენებულ ტერიტორიზე ხმამაღლა აცხადებდა პრეტენზიას. თუმცა, ორივე სახელმწიფო - აზერბაიჯანი მუსლიმური ნათესაური კავშირებით და სომხეთი - ზღვაზე გასასვლელის სურვილით, ასევე მკაცრად აყენებდნენ თავიანთ მოთხოვნებს. ლორდი კერზონი იმედოვნებდა, რომ ბრიტანელი ჯარის ბათუმში ყოფნა  ამიერკავკასიაში სტაბილურობის ელემენტს შეიტანდა და ამ ქვეყნებს შორის ბალანსს შექმნიდა. ეს სამი ახალი სახელმწიფოს მიმართ გენერალ ან. დენიკინის მტრული დამოკიდებულების გამო უფრო მეტად საჭიროდ ჩანდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, ანტიბოლშევიკი „თეთრი“ რუსი გენერლის, დენიკინის და მისი „მოხალისეთა არმიის“ მისწრაფება გაეკონტროლებინათ ამიერკავკასია საეჭვოა რომ უგულვებელყოფილიყო ბრიტანელთა მხრიდან. დენიკინი, ვინც გეგმავდა მთელი რუსეთის გაერთიანებას, ეთნიკურად არარუსული მიწების ჩათვლით (რომლის ნაწილიც იყო ამიერკავკასია) ბოლშევიკების წინააღმდეგ ომში ბრიტანეთის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო. იმ დროისათვის დენიკინს დიდი რაოდენობით შეიარაღებითა და საბრძოლო მასალით ბრიტანელები ამარაგებდნენ. კავკასიაში ბრიტანული გავლენის ხელშეწყობა ამიერკავკასიაში ეროვნული თვითგამორკვევის წახალისების გზით, „მოხალისეთა არმიის“ მიზნებთან და ბრიტანეთის მხრიდან ამ უკანასკნელის მხარდაჭერასთან შეუთავსებელი იქნებოდა. იმჟამად, იმედოვნებდნენ, რომ ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული დენიკინის „მოხალისეთა არმია,“ იქამდე სანამ ამიერკავკასიის დაპყრობას შეეცდებოდა, კონცენტრირებული იქნებოდა ბოლშევიკების დამარცხებაზე. როგორც კი დენიკინმა წარმატებას მიაღწია, გამოსავალი მოსაზღვრე ქვეყნებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მოძებნილიყო. იმის გამო რომ ბრიტანელ პოლიტიკოსებს არასდროს ესმოდათ რუსეთისა და მის მოსაზღვრე ერებს შორის არსებული ღრმა და ემოციური კონფლიქტის შესახებ, 1919 წელს, ისინი ცდილობდნენ ამიერკავკასიასა და „თეთრ რუსეთს“ შორის არჩევანი თავიდან აერიდებინათ. ეს კი ორივე მათგანთან უნდობლობას იწვევდა.

            კაბინეტისთვის, თუ არა გენერალური შტაბისთვის მაინც, ომი ბოლშევიკების წინააღმდეგ უფრო დამაჯერებელ მიზეზს წარმოადგენდა, ვიდრე ინდოეთის უსაფრთხოებისათვის ბათუმში ბრიტანეთის ჯარების დატოვება. 18 სექტემბერს კაბინეტის შეიკრიბა, რათა გენერალ მილნისგან მიღებული შემდეგი ტელეგრამა განეხილა: ბათუმიდან ევაკუაცია ისე სწრაფად მოხდა რომ 17 სექტემბრისათვის ქალაქში დარჩენილი შენაერთი დაიცავს გამწევ პირუტყვს და მარაგებს ... მნიშვნელოვანია, რომ  გადაწყვეტილება სტატუსთან და ბათუმის ოლქის მთავრობასთან დაკავშირებით ადრე იქნეს მიღებული.“ [13] მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა ბრიტანული გარნიზონი ბათუმში დროებით შეენარჩუნებინა, რამაც მცირე დავა გამოიწვია. [14] საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით უჭერდა მხარს, თუმცა ომის სამინისტროდან მოწინააღმდეგეების პოზიცია მოულოდნელად სუსტი აღმოჩნდა. ეს დამოკიდებულება ვილსონის წინა დღით წარდგენილ მემორანდუმს ეფუძნებოდა. დოკუმენტში მოვლენათა სვლის ცვლა საგარეო საქმეთა უწყების სასარგებლოდ მოხდა.

„სამხედრო თვალსაზრისით [ამტკიცებდა ვილსონი] სუსტი ბრიტანული შენაერთების ვრცელ ტერიტორიაზე გაფანტვით მე ვერ ვხედავ უპირატესობებს და ვამჩნევ ბევრ საფრთხეს იმ ქვეყნებში, სადაც აუცილებლად იქნება არეულობა და შესაძლოა ომებიც უახლოეს თვეებსა და წლებში ... ბაქოში ან თბილისში ჩვენი ჯარები აღმოჩნდებიან ჰაერში და გართულდება მათი დახსნა. მეორეს მხრივ ბათუმი, არის რა კარგი საზღვაო პორტი, არ არსებობს წინაღობა, რადგანაც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სამხედრო-საზღვაო კონტროლს ჩვენ ვანხორციელებთ. ამგვარად, არ არსებობს სამხედრო ხასიათის დაბრკოლება გარდა ადამიანური რესურსისა  და თანხისა - ბათუმში მოხდეს ორი ბატალიონის შენარჩუნება. ბათუმში შესაძლებელია ჯარის ადვილად მომარაგება, გაძლიერება ან ალყიდან განთავისუფლება. პორტის დაკავება თავიდან აგვაცილებს ქალაქისთვის ბრძოლას, რაც აუცილებლად მოხდება, როდესაც მას დავტოვებთ.„ [15]

            ომის სამინისტრო ამიერკავკასიიდან ჯარების სრულად გაყვანას ამჯობინებდა. უწყება ბრიტანული გარნიზონის ბათუმში დატოვებას დათანხმდა, რადგანაც იმედოვნებდა რომ გადაწყვეტილება ჯარების ევაკუაციის შესახებ ძალიან მალე იქნებოდა მიღებული. გენერალ მილნის განუცხადეს რომ ბათუმი „ჯერჯერობით“ ბრიტანული კონტროლის ქვეშ დარჩებოდა. [16]  

            ამიერკავკასიაში,  ძალთა ცვლადი ბალანსის პირობებში, ეს იყო გონივრული ვარაუდი. 1919 წლის ბოლოსათვის დენიკინის ძალები წითელმა არმიამ დაამარცხა და ბოლშევიკების ამ რეგიონში შემოჭრა შესაძლოა უფრო სწრაფად მომხდარიყო. ეს აიძულებდა ბრიტანეთს რეგიონში საკუთარი ჯარების როლისთვის გადაეხედა: ხომ არ შეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკებს და ძალის გამოყენებით დაეცვა ამიერკავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, იმისათვის რათა  ახლო აღმოსავლეთში ინდოეთი და ბრიტანული ინტერესები  უსაფრთხოება უზრუნველეყო. დენიკინის გარდაუვალმა მარცხმა, 1920 წლის 19-22 იანვარს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი საბჭოს სასწრაფოს შეკრება გამოიწვია. მათ დაასკვნეს, რომ ნებისმიერი პოტენციური ბოლშევიკური წარმატების შემთხვევაში სირთულეების წინაშე მდგარი რესპუბლიკებისათვის შეთავაზებულ იქნებოდა  დიპლომატიური და მატერიალური (იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა, საკვები და ტანსაცმელი) მხარდაჭერა. რეგიონში მოკავშირეები არ გააგზავნიდნენ დამატებით სამხედრო შენაერთებს. [17]

ეს გადაწყვეტილება ნათლად ასახავდა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ლოიდ ჯორჯის დამოკიდებულებას. პარიზში, ბრიტანული დელეგაციის მიერ გამართულ წინა შეხვედრებზე პრემიერ მინისტრი ცდილობდა ბოლშევიკთა წინსვლის შესახებ ნებისმიერი შიში გაეფანტა.  კერზონის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ბრიტანეთის მთელი აღმოსავლური იმპერია ახლა უფრო დაუცველი იყო, ვიდრე ომის დაწყების შემდეგ ნებისმიერ მომენტში, [18] ლოიდ ჯორჯმა უპასუხა, რომ მას არ ექნებოდა კავკასიის ხაზის დაცვის საწინააღმდეგო პოზიცია, თუ დარწმუნდებოდა, რომ ბოლშევიკები ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ექპედიციის მოწყობას დააპირებდნენ. [19] მას „როგორც მინიმუმ მესოპოტამიისა და ინდოეთისაკენ ბოლშევიკების შიში არ ჰქონდა. ფუნდამენტურ შეცდომას წარმოადგენდა იმის დაშვება, რომ ბოლშევიკები ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენდნენ. სამოქალაქო ომში, სადაც რაოდენობა შეზღუდულია, ეჭვგარეშეა რომ მათ ჰქონდათ დიდი უპირატესობა. მაგრამ კარგი საკომუნიკაციო ხაზებისა და იარაღის ქარხნების გარეშე აბსურდია იმაზე საუბარი რომ ისინი დაიწყებენ ექსპედიციას ინდოეთის მიმართულებით, რომელსაც რუსეთისათვის ჩვენ ყოველთვის ძალიან სერიოზულ საკითხად ვთვლიდით, როდესაც ეს უკანასკნელი უძლიერესი სახელმწიფო იყო.“ [20]

ეს იყო ბოლშევიკური რუსეთის მიმართ ლოიდ ჯორჯის ტიპური დამოკიდებულება. 1918 წლის 12 დეკემბრისათვის იმპერიის ომის კაბინეტში ის ამტკიცებდა რომ ბრიტანეთისათვის ამჟამინდელი ვითარება ომამდელ სიტუაციასთან შედარებით, არცთუ ისე რთული იყო: „ნებისმიერ შემთხვევაში ბოლშევიზმი ჩვენთვის არ არის ისეთი დიდი საფრთხე, როგორიც იყო რუსეთის ძველი იმპერია, თავისი აგრესიული სახელმწიფო მოხელეებით და მილიონობით ჯარისკაცით.“ [21]

პრემიერ მინისტრის არგუმენტები მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდიოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ურყევ რწმენასთან, რომ ბრიტანული შენაერთები უნდა დარჩენილიყო ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით ბათუმში, რათა მტრული ძალებისათვის რეგიონში მნიშვნელოვანი გავლენის მოპოვების მცდელობაში ხელი შეეშალა. კერზონის არგუმენტები ძირითადად საწინააღმდეგო იყო. ბრიტანეთის გავლენა კავკასიაში „ინდოეთისა და იმპერიის ინტერესებში იყო: “სხვა ქვეყნის გავლენა იყო მტრული და, ამგვარად, აზიაში ბრიტანული ფლანგის ინტერესებს საფრთხეს შეუქმნიდა. ბრიტანელთა გასვლას ქრონიკული არეულობა მოჰყვება ერთმანეთის მიმართ ტრადიციულად მტრულად განწყობილ მოსახლეობაშირაც იმპერიის ინტერესებზე სპარსეთიდან აღმოსავლეთით „გარდაუვალ რეაქციას“ გამოიწვევდა. ამგვარად, გასვლა ნიშნავდა საფრთხეს ინდოეთისთვის. ჯარების დატოვება კი არაპირდაპირ პოტენციური საფრთხის განეიტრალებას მოასწავებდა. ბრიტანული ჯარები ამიერკავკასიაში იმაში დასარწმუნებლად იყო საჭირო, რომ ეს რეგიონი „დიდი ბრიტანეთისა და მისი პოლიტიკისადმი კარგად განწყობილი დარჩებოდა“  [23]

მიუხედავად საგარეო საქმეთა სამინისტროს განსხვავებული პოზიციისაპარიზში, ბათუმის ბედთან დაკავშირებით, ლოიდ ჯორჯის კომენტარებმა მსჯელობის ახალ ეტაპს დაუდო სათავე. მხოლოდ ერთი შეკითხვა რჩებოდა უპასუხოდ: რამდენად სწრაფად მოხდებოდა გარნიზონის ევაკუაცია? ომის სამინისტრო დასაწყისშივე ყველა შესაძლებლობა გამოიყენა 3000 ჯარისკაცის გასაყვანად. საგარეო საქმეთა სამინისტრო თავდაცვით პოზიციაში აღმოჩნდა. მისი უფრო მეტად აგრესიული და იმპერიალისტური პოლიტიკა უფრო და უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდებოდა. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოგვარებას ექვსი თვე დასჭირდა. კერზონისა და ჰარდინგისათვის ეს იყო არაეფექტური ჯილდო შეუპოვრობისათვის.

14 იანვარს, დენიკინის ჯარების მარცხის გამო, კაბინეტმა მიიღო გარნიზონის ბათუმიდან გაყვანის გადაწყვეტილება, როდესაც სასურველი „სამხედრო მიზეზი“ გამოჩნდებოდა. [24] ეს იყო საკმარისად უწყინარი განცხადება ომისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ განსაზღვრული არ იყო რას უნდა შეექმნა ეს სამხედრო საფუძვლები. ეს რეზოლუცია არასწორი ინტერპრეტაციებისათვის საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა და პოლემიკის ახალი ტალღა მალევე დაიწყო.

ომის სამინისტრომ თვის ბოლოს ჯარების გაყვანისათვის საბაბი მოხერხებულად იპოვა. იანვრის მიწურულს, საფრანგეთის მთავრობამ, გენერალ მილნისთან კონსულტაციის გარეშე, მოკავშირეთა შემადგენლობაში მყოფი კონსტანტინოპოლში მდგარი შენაერთების ნაწილი გაიყვანა. ბრიტანელებისათვის კონსტანტინოპოლის დაცვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ბათუმის ოკუპაცია. მოკავშირეთა ძალებისათვის, განსაკუთრებით კი ბრიტანელთათვის, კონსტანტინოპოლში მნიშვნელოვანი სამხედრო პოზიცია სულთნის ხელისუფლებაზე ზეგავლენას ნიშნავდა. ეს ყოვლისმომცველი ახლოაღმოსავლური სამშვიდობო შეთანხმებისათვის აუცილებლად მიიჩნეოდა. სერ ჰენრი ვილსონი წინადადებით გამოვიდა ბრიტანული ძალები გაეყვანათ ბათუმიდან და ამ ნაწილებით ჩაენაცვლებინათ კონსტანტინოპოლიდან ახლახანს გასული ფრანგული შენაერთები. 1920 წლის 3 თებერვალს, როდესაც კერზონი რივიერაზე ისვენებდა, ვილსონმა მიზანს, ბათუმის გარნიზონის კონსტანტინოპოლში გადაყვანას,  „მოსახერხებელი სიჩქარით“ მიაღწია [25]

საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ეს ძლიერი დარტყმა იყო. მისი მნიშვნელობა პირდაპირ ახსნა აღმოსავლეთის დეპარტამენტის უმცროსმა ჩინოვნიკმა დ.ჯ. ოსბორნმა: ეს გადაწყვეტილება ნულამდე დაიყვანს მთელ ჩვენს პოლიტიკას კავკასიაში და იქ რა პრესტიჟიც გვაქვს, დიდწილად ბათუმში ჩვენი ჯარის ყოფნაზეა დაფუძნებული. [26] კაბინეტის სხდომას ჰარდინგი ესწრებოდა, მაგრამ მან, კერზონის დახმარების გარეშე, ბევრი ვერაფერი შეძლო. მიუხედავად საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი ავტორიტეტისა, ჰარდინგის გავლენა მთავრობაზე უმნიშვნელო იყო. [27] კაბინეტში, ბათუმის მომავლის შესახებ საკითხი არც კი განხილულა. [28]

შოკირებული ლორდი კერზონი დაუყოვნებლივ დაბრუნდა ლონდონში და უარი თქვა კაბინეტის გადაწვეტილების მიღებაზე: „ბათუმიდან ევაკუაციის გადაწყვეტილება ჩემი რჩევის საწინააღმდეგოდ გამოცხადდა. მე უარს ვამბობ მის მიღებაზე ... კაბინეტის რეკომენდაციის გარეშე“ [29] პროტესტს გამოთქვამდა იგი. მიუხედავად იმისა, გასვლის შესახებ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, კერზონმა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა რომ ევაკუაციის პოლიტიკური შედეგები „დამღუპველი“ იქნებოდა:

იმ წუთას როდესაც ჩვენი ძალები დატოვებენ ბათუმს, მას დაიკავებენ ქართველები და ის ენერგია, რომელიც უნდა იყოს ჩრდილოკავკასიიდან მომავალი ბოლშევიკების წინსვლის წინააღმდეგ მიმართული, მოხმარდება მეზობლებთან შიდა დაპირისპირებას, რომელთანაც ასე რთულად მოგვარდა ურთიერთობები; მაგრამ ვინ არ იქნება კმაყოფილი, რომ ასეთი დიდი პრიზი ერთ სახელმწიფოს უბრძოლველად ჩაუვარდეს ხელში.“

კერზონმა გადაწყვიტა მილნის მიერ მანამდე გაკეთებული შეთავაზების ლობირება, რაც გულისხმობდა ერთა ლიგის გარანტიების ქვეშ ბათუმის და მისი შემოგარენის თავისუფალ პორტად გადაქცევას. [30] მიუხედავად ომის სამინისტროს დირექტივების და პარიზში, ლოიდ ჯორჯის არგუმენტებისა, კერზონმა გადაწყვიტა, რომ ამიერკავკასიასთან  ბრიტანული კავშირების ეროზიას ნებისმიერი შესაძლო მეთოდით შეწინააღმდეგებოდა. ბათუმისათვის დანციგის[1] მსგავსი რეჟიმის მოსაპოვებლად, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სავარაუდოდ, ერთა ლიგის გარანტიებს ბრიტანული „გრძელი ხელის“ წყალობით, მისაღებად მიიჩნევდა. ბათუმი, როგორც შესაბამისად გამოყენებული თავისუფალი ქალაქი შეიძლება გამხდარიყო ბრიტანული გავლენის მოსახერხებელი იარაღი. აზიაში ბრიტანეთის პოზიცია იქნებოდა ნაკლებად დაუცველი იმ საშიშროებების მიმართ, რომელსაც კერზონი წინასწარ განჭვრეტდა.

10 თებერვალს გენერალმა მილნიმ კიდევ ერთხელ ჰკითხა ომის სამინისტროს თუ ვისთვის შეეძლო გადაეცა ბათუმი. [31] ომის სამინისტრომ უპასუხა რომ კაბინეტს ჯერ არ ჰქონდა ევაკუაციის საკითხი გადაწყვეტილი. [32] ამ პასუხმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კონტრიერიშის ეფექტურობა აჩვენა. კერზონის პროტესტმა კაბინეტი აიძულა გარნიზონის გაყვანასთან დაკავშირებით მიღებული გადაწვეტილება გადაეხედა. 16 თებერვალს მილნიმ უწყებას აცნობა რომ ინდოელთა ერთმა ბატალიონმა უკვე დატოვა ბათუმი. მან ასევე დაამატა რომ დარჩენილი გარნიზონი (ერთი ბრიტანული და ერთი ინდური) უსაფრთხოებასთან თავსებადობისათვის იყო მინიმუმი. [33] 18 თებერვალს ამ ტელეგრამამ კაბინეტში დისკუსია გამოიწვია, სადაც კერზონმა მოახერხა ბრიტანული გარნიზონის ევაკუაციის შესახებ უკვე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა. თუმცა, კომპრომისის სახით კაბინეტმა დაუშვა ბრიტანული ძალების შესაძლო დატოვება ბათუმში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კერზონი საფრანგეთის და იტალიის მთავრობებს დაარწმუნებდა, გაენაწილებინათ ეს ტვირთი ბოლო იმედთან ერთად, რაც იყო ერთა ლიგის გარანტიით, ქალაქისა და სანაპიროდან დაშორებული ტერიტორიის თავისუფალ ქალაქად გადაქცევა. [34] 25 თებერვალს კერზონმა შეძლო ამის განხორციელება. ის ამტკიცებდა რომ ამიერკავკასია იყო სტარტეგიულად სასიცოცხლო რეგიონი, რომელიც მოკავშირეთა გავლენის ქვეშ უნდა დარჩენილიყო. პარიზში, მან დაარწმუნა უმაღლესი საბჭო რომ ბათუმში შეექმნათ თავისუფალი ქალაქი. გარდა ამისა, მოკავშირეთა პოლიტიკის ანტიბოლშევიკური ბუნების გამოხატულებაში, ფრანგული და იტალიური მთავრობები თანხმობას აცხადებდნენ ბათუმის ოლქში საერთო ძალებისთვის მოეყარათ თავი. ეს შენაერთი დაკომპლექტდებოდა თითო ბრიტანული, ფრანგული და იტალიური ბატალიონისაგან. [35] არსებითად, რეგიონში ბრიტანული გავლენის შებარჩუნების პრიზმიდან, კერზონი დარწმუნებული იყო, რომ მოკავშირეთა ჯარებს გენერალი მილნი უხელმძღვანელებდა. [36]

სამწუხაროდ,  მოკავშირეების ამ წარმატებას კავკასიაში ახალი გართულებები მოჰყვა. 29 თებერვალს, ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საგარეო საქმეთა სამინისტრო გააფრთხილა, რომ ამ გადაწყვეტილებამ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობა. ქართველებს ერჩივნათ ბათუმისა და საქართველოს ბედი მხოლოდ ბრიტანელებისათვის მიენდოთ, რადგანაც მათგან უფრო მეტ დათმობას ელოდნენ, ვიდრე ერთა ლიგისაგან. საქართველო ხმამაღლა აცხადება ბათუმთან დაკავშირებით თავისი უფლებების შესახებ და ხვდებოდა რომ ეს, სავარაუდოდ, ფრანგული და იტალიური შენაერთების ყოფნას საფრთხეში ჩააგდებდა. „საქართველოს მთავრობა“ ამბობდა უორდროპი, „ცდილობს ბათუმის ოლქის დაკავებით მოიპოვოს ავტორიტეტი და შიშობს, რომ მისი ოკუპაცია დაუსრულებლად გაგრძელდება.“ [37] ჰარდინგმა, რომელიც სიფრთხილეს იჩენდა, რომელიმე ამიერკავკასიურ რესპუბლიკას მიმხრობოდა, უბრალოდ განაცხადა რომ ქართველები „კარგად უნდა მოიქცნენ“ და გამოიჩინონ „მეტი მოთმინება.“ [38]

მაგრამ, საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო მოუთმენელი ხდებოდა. ლონდონში საქართველოს წარმომადგენელმა ნიკოლოზ ჩხეიძემ საქართველოს მიერ ბათუმის დაკავების საკითხი მოკლედ აღწერა:

„ბათუმის ოლქს ქართველი ხალხი კანონიერ და უდავო მემკვიდრეობად მიიჩნევს. მიუხედავად საუკუნეების განმავლობაში ამ მიწის ბედის უკუღმართობის და უცხოელთა ბატონობისა, პროვინციამ სრულად შეინარჩუნა თავისი არსობრივად ქართული ხასიათი და მიჯაჭვულობა მშობელი ქვეყნის, ანუ საქართველოს რესპუბლიკის  მიმართ. შესაბამისად, ქართული მოსახლეობის, ქრისტიანის თუ მუსლიმის საყოველთაო სურვილისა, მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს უმაღლესი საბჭოს მიერ.“ [39]

ამ არგუმენტების ლოგიკურობა ძალიან ბუნდოვანი იყო. ბათუმის ოლქის მოსახლეობის უმრავლესობა აჭარელი იყო. მიუხედავად მათი ქართული წარმომავლობისა, ისინი უფრო ახლო ნათესაობას ერთმორწმუნე თურქეთთან გრძნობდნენ. დავა ბათუმის ფლობასთან დაკავშირებით ძალიან გამწვავდა, თუმცა საქართველოში მუსლიმებს და ქრისტიანებს შორის ხანგძლივი დაძაბულობამ და ბრიტანეთის მერყევმა პოზიციამ პრევენციის ნაცვლად ხელი არასტაბილურობას შეუწყო.

მიუხედავად საქართველოს პოზიციის სისუსტისა, 11 მარტს, ჰარდინგთან საუბრისას, ჩხეიძემ განაცხადა რომ ისტორიულად, ეთნოგრაფულად და გეოგრაფიულად ბათუმი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და სხვა ქვეყნის ნაწილი არ უნდა გამხდარიყო. მან ითხოვა რომ ამ ყველაფრის აღიარების შემთხვევაში, ქართულ გარნიზობს ჰქონოდა ბათუმში შესვლისა და ბრიტანული შენაერთების გაძლიერების უფლება. ეს მოთხოვნა ხაზგასმით იქნა უარყოფილი. [40] ჰარდინგი შიშობდა, რომ ქართული ჯარის ბათუმში ყოფნა სომხებისა და აზერბაიჯანელების გაღიზიანებას გამოიწვევდა და თავისუფალ ქალაქად ქცევის საკითხს გაართულებდა. სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართველების მოთხოვნაზე დათანხმება, რაც ომის სამინისტროს უკმაყოფილებას გამოიწვევდა, რომელიც ბრიტანელთა რაიმე უსიამოვნებაში კიდევ უფრო ღრმად ჩათრევას დაინახავდა იქ, საიდანაც გასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო.

საქართველოს აღარ შეეძლო მოცდა და უეჭველად სჭირდებოდა გადამწყვეტი მოქმედება ცუდი მორალური მდგომარეობის ასამაღლებლად. იმავე დღეს, როდესაც ჰარდინგსა და ჩხეიძეს შორის საუბარი შედგა, მილნი კონსტანტინოპოლიდან ტელეგრაფით იტყობინებოდა, რომ საქართველოს ჯარი უკვე შეიჭრა ბათუმში. მილნის თანახმად, ამ ძალებმა წარმატებით მოახერხეს პროვინციის ცენტრიდან დაშორებული ტერიტორიების დაკავება, სადაც მუსლიმებსა და ქართველებს შორის მტრობის აშკარა შესაძლებლობა არსებობდა. [41] ომის სამინისტრო დაუყოვნებლივ მოთხოვა საგარეო უწყებას არ დაეკარგა დრო, რათა „საქართველოს მთავრობაზე მოეხდინა შესაბამისი ზეწოლა, რომ მათ ჯარები გაეყვანათ.“ [42]  კერზონმა მკაცრად დაგმო ოლქში ქართველთა ქმედება: „ეს მცდელობები იმოქმედოს კონფერენციაზე და წინასწარ გადაწყვიტოს საბოლოო შედეგები, უკიდურესად მიუღებელია და ქართველებს აშორებს ბრიტანულ სიმპათიებს, რომელიც მათ ასე სჭირდებათ.“ კერზონს აშკარად სურდა რეგიონში თავიდან აეცილებინა ნებისმიერი მღელვარება, რომელიც ფრანგებს და იტალიელებს ბათუმის თავისუფალ ქალაქად ქცევაში მონაწილეობის მიღებას გადაათქმევინებდა და ხელს შეუწყობდა ომის სამინისტროს, რათა მათ გარნიზონის დაუყოვნებლივ გაყვანა მოეთხოვათ. 21 მარტს კერზონმა უთხრა უორდროპს, რომ საქართველოს მთავრობისათვის ძლიერი პროტესტი გადაეცა. [43]

ეს პროტესტი სათანადოდ იქნა გამოხატული. ქართველები გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ რომ აქამდე მათ მიმართ სიმპათიით განწყობილი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაანაწყენეს. სახის შენარჩუნების მიზნით თბილისი ამტკიცებდა რომ ჯარების გამოყვანა ბათუმიდან გამოიწვევდა მათ მარცხს უფრო შოვინისტური ჯგუფებთან, რასაც  ბოლშევიკთა მხრიდან შესაძლოა არეულობა მოჰყოლოდა. ქართველებმა იკითხეს, შეეძლო თუ რა მათ ჯარს ბრიტანელთა სარდლობის ქვეშ დარჩენა. მაგრამ მილნის სჯეროდა რომ პროვინციაში ანტიქართული განწყობების სახიფათოდ მაღალი იყო. მან საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა და ბათუმის სამხედრო გუბერნატორს, გენერალ კუკ-კოლისს უბრძანა თბილისში ჩასვლა და ხელისუფლების გაფრთხილება, რომ მათ ჯარებს გააძევებდნენ თუ ისინი დაუყოვნებლივ არ გავიდოდნენ. [44]

საქართველოს არგუმენტებმა კუკ-კოლისზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. მას სჯეროდა რომ სტაბილურობა აღდგებოდა თუ საქართველოს მთავრობა ჯარს გაიყვანდა „მოჩვენებითა, რომ ეს მათ თავად გადაწყვიტეს.“

„ისინი აშკარად ცდილობენ იმ ფაქტის გამოყენებას, რომ ძალით მათი გაყვანა, როგორც მათივე მარცხის ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებულ იარაღად შეიძლება იქცეს და იმედოვნებენ რომ ამ გზით შეინარჩუნებენ ჯარს აქ [ბათუმი]რადგან კარგად იციან რომ მათი   ხელისუფლებაში დარჩენა  ჩვენს ინტერესებშია.“ [45]

ეს იყო ვითარების ზუსტი შეჯამება. ქართველები აშკარად თავიანთ თავს ბოლშევიზმის გავრცელების წინაღობად თვლიდნენ და, შესაბამისად, ბრიტანელთათვის ძალიან საჭირონი იყვნენ. მოცემულ მომენტში ბრიტანეთის მთავრობამ საუკეთესო გამოსავლად ჩათვალა არ ეომა ასე შორს და ისინი ხელისუფლებაში დაეტოვებინა. ქართველებმა შეძლეს ამ პოლიტიკური იარაღის გამოყენება, რათა ბრიტანელებთან მიეღოთ ბევრი პრივილეგია, რის რისკზეც წავიდნენ, იცოდნენ რა რომ სერიოზული ანტიქართული ქმედებები ამას არ მოჰყვებოდა.

ჯარისკაცები იმაზე ნაკლებად დათრგუნულად თვლიდნენ თავს, ვიდრე ქართველებს წარმოედგინათ. კუკ-კოლისი მზად იყო ძალის,  მილნი კი მინიმუმ მუქარის გამოსაყენებლად. სხვაგვარად, ქართველების ნების ყიდვა სომხების და აზერბაიჯანელების ხარჯზე შეიძლებოდა. მილნის თანახმად, საქართველოს ინტერესი გაეკონტროლებინა ბათუმი, თავისი მაღალი ტარიფებით ამიერკავკასიის სხვა სახელმწიფოებს დაახრჩობდა. დაპირება ამის არგაკეთების შესახებ ნაკლებად ღირებული იქნებოდა, რადგან „ჩვენ საქმე არ გვაქვს ცივილიზებულ ქვეყანასთან“ და ამის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთის მთავრობას თბილისისათვის “ნათელი ულტიმატუმი“ უნდა წამოეყენებინა. [46]

საგარეო საქმეთა სამინისტრო სათანადოდ იყო ინფორმირებული, რომ თუ ასე მოთხოვდნენ მილნის ძალიან სურდა საქართველოს ჯარის ბათუმის ოლქიდან გაძევება, [47] კერზონი ძალის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა, ვაითუ მას უფრო დიდი სირთულეები  გამოეწვია, ვიდრე საქართველოს მიერ  მილნის ნაწინასწარმეტყველებ ოლქის „ნაადრევ“ ოკუპაციას. [48] საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ბათუმში ბრიტანული გარნიზონის ყოფნა წითელი არმიის შემაკავებელს წარმოადგენდა, რათა მათ კავკასიის დაპყრობა არ ეცადათ. ამ დროს სერიოზული ქართულ-ინგლისური კონფლიქტი ბოლშევიკებს შესაძლებლობას მისცემდა, რის თავიდან აცილებასაც კერზონი ასე ცდილობდა.

ამგვარად, საქართველოს პოლიტიკურმა იარაღმა წარმატებას მიაღწია. ბრიტანეთის მთავრობას ამიერკავკასიაში საკუთარი ინტერესების დონის შესახებ ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ ჩათვალეს მიეღოთ ის რაც მოხდა. ბათუმის კონტროლი ბრძოლად არ ღირდა, არც ქართველების წინააღმდეგ დაპირისპირებად. ამრიგად, ქართულმა ნაწილებმა მოახერხეს ოლქის პერიფერიული ნაწილის დაკავება და ბრიტანელებს, მიუხედავად იმისა რომ შეეძლოთ ხელი შეეშალათ მათი წინსვლისათვის, საწინააღმდეგო ზომები არ მიუღიათ.

მოკავშირეთა გეგმა ბათუმის თავისუფალ ქალაქად გამოცხადების შესახებ თითქმის  ჩაიშალა. პროექტმა სასიკვდილო დარტყმა 1920 წლის მარტში, ლონდონის კონფერენციაზე მიიღო. იქ განაცხადეს, რომ ნაკლებსავარაუდო იყო  ერთა ლიგა ბათუმის მომავლის შესახებ რაიმე პასუხისმგებლობას აეღო. ქართველების სერიოზული წინააღმდეგობისა და რწმენის გამო, რომ ახალი სომხური სახელმწიფო ახლო მომავალში თურქეთში, ტრაპიზონის გავლით მიიღებდა ზღვაზე გასასვლელს, ერთა ლიგა რეკომენდაციით გამოვიდა უარი ეთქვათ თავისუფალი ქალაქის იდეაზე. ამის ნაცვლად შეთავაზებულ იქნა, რომ ბათუმი ქართული ადმინისტრაციით ხელში, შესაძლოა გადაქცეულიყო თავისუფალ პორტად, რომელიც თავისუფალი ტრანზიტის საშუალებას მისცემდა სომხეთს და აზერბაიჯანს. [49]

ეს სირთულეები თითქოს საკმარისი არ იყო კავკასიაში ბრიტანეთის იმპერიის ფორპოსტის განადგურებისათვის, რომ სამხრეთით ბოლშევიკთა წინსვლამ ნელ-ნელა ხორცი შეისხა. 3 აპრილს, ხმელთაშუა ზღვის ფლოტის მეთაური იტყობინებოდა, რომ წითელი არმია, შავი ზღვის სანაპიროს გავლით, ბათუმისაკენ მიემართებოდა. მილნიმ ეს ინფორმაცია დაადასტურა და გაიმეორა თავისი გაფრთხილება, რომ ბათუმის გარნიზონი არ იყო საკმარისად ძლიერი რომ ბოლშევიკებისაგან თავი დაეცვა. ლონდონში ახალ ინსტრუქციებს სასწრაფოდ ეძებდნენ. [50] ადმირალიტეტი, რომელსაც იმპულსური ლორდი სერ დევიდ ბიტი მართავდა, განგაშის მიზეზს ვერ ხედავდა. მათი გემები, რომლებიც შავ ზღვას აკონტროლებდნენ და რომელთა გამოც ის „ბრიტანეთის ტბად“ განიხილებოდა, ადმირალიტეტი საზღვარგარეთ მდებარე ბრიტანულ ბაზებზე არსებულ სირთულეებზე, ომის სამინისტროსგან განსხვავებით, ნაკლებად ნერვიულობდა. ბათუმი ზღვიდან უნდა ყოფილიყო დაცული და ბოლშევიკების წინსვლა სოხუმის ჩრდილოეთით სანაპირო გზის გადაკეტვით უნდა შეჩერებულიყო. [51] კერზონი დათანხმდა, თუმცა ასეთი ნაბიჯით ბრიტანული ინტერესების მოცულობა ამიერკავკასიაში გაიზრდებოდა. კერზონს ჯერ კიდევ შეეძლო კაბინეტი დაერწმუნებინა, რომ ბათუმზე ყოფილიყო კონცენტრაცია; მისი კოლეგები არ გარისკავდნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას. [52]

ომის სამინისტროს მხრიდან აღშფოთება მოსალოდნელი იყო. 15 აპრილს სამხედრო საბჭომ *** ბათუმიდან, ,  მთელი გარნიზონის,რაც შეიძლება სწრაფად გამოყვანა მოითხოვა. საბჭოს აზრით გარნიზონი „არ იყო საკმარისად ძლიერი რათა საპოლიციო ვალდებულებები იმ მასშტაბით შეესრულებინა, რაც აუცილებელი იყო აგრესიული და სწრაფად გავრცელებადი  ბოლშევიკური პროპაგანდის წინააღმდეგ წესრიგის დასაცავად. ამავე დროს შეენარჩუნებინა შენაერთები იმ საბჭოთა ძალების წინააღმდეგ, რომელებიც ჩრდილოეთიდან მოიწევდნენ.“ ამას გარდა, შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საფრანგეთს და იტალიის მთავრობებს თითო ბატალიონი უნდა გაეგზავნათ მოკავშირეთა გარნიზონში ნაკლებსავარაუდოა რომ შესრულდეს.“ [53]

ამგვარად, ნაცნობი ფრონტის ხაზი კვლავ გამოიკვეთა. ბუნებრივია, კერზონი გარნიზონის ადგილზე დატოვების მომხრე იყო „ჯერჯერობით, ნებისმიერ შემთხვევაში.“ რამდენი ხნით მან არ იცოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა რომ ბათუმის საკითხი საბოლოოდ  სან რემოს მოახლოებულ კონფერენციაზე გადაწყდებოდა. მაგრამ ჯერჯერობით ის დაჟინებით თვლიდა რომ „ბრიტანული ძალების გასვლა სერიოზული დარტყმა იქნება კავკასიაში იმპერიის პრესტიჟისათვის და, ზოგადად, ყველგან აღმოსავლეთში.“ [54] დომინოს თეორია, როგორც არასდროს, კერზონის მთავარ არგუმენტად იქცა.

1920 წლის 20-23 აპრილს სან რემოში, მოკავშირეთა ლიდერების შეხვედრისას, კერზონი ჯიუტად ცდილობდა კავკასიაში ბრიტანეთის ომის შემდგომი ინტერვენციიდან რაიმე პოზიტიური შედეგი შეენარჩუნებინა. მან დამსწრეებს ბათუმის საქართველოსთვის გადაცემა შესთავაზა, თუმცა ის თავისუფალი პორტი უნდა გამხდარიყო, სადაც სომხეთი და აზერბაიჯანი ხელშეკრულებით მიიღებდნენ ზღვაზე გასასვლელის გარანტიებს. ამავე დროს, ბრიტანელები სრულად გავიდოდნენ ბათუმიდან, იქამდე კი ფრანგები და იტალიელები შეასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს და თითო ბატალიონს გააგზავნიდნენ ბათუმში. [55] საფრანგეთის პრემიერ მინისტრი მილერანი იმ იმედით დათანხმდა, რომ საფრანგეთის მხარდაჭერის ეს ჟესტი ბოლშევიკთა მიმართ ამიერკავკასიელების წინააღმდეგობას შეუწყობდა ხელს. იტალიის პრემიერ მინისტრი ნიტი, საბჭოთა შეტევის ალბათობის გამო, ბათუმში ჯარის გაგზავნასთან დაკავშირებით ყოყმანობდა. იმიტომ რომ ის „რუსეთის ტერიტორიაზე“ მოკავშირეების მხრიდან, აგრესიულ ანტიბოლშევიკურ ქმედებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და სურდა რომ ბათუმში ევროპულ სამხედრო შენაერთებს საპოლიციო ფუნქცია ჰქონოდათ: „მათ არ უნდა იბრძოლონ რუსეთის არმიის წინააღმდეგ.“ [56] კერზონმა მას უპასუხა რომ თუ მოკავშირეები ბოლშევიკებს ბათუმის უომრად ხელში ჩაგდების საშუალებას მისცემდნენ, „ახალი კავკასიის საკითხი საბოლოოდ დასრულდებოდა.“ [57] კონფერენცია შეთანხმდა, რომ კერზონი კონსტანტინოპოლში დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს, ადმირალ სერ ჯონ დე რობეკს სთხოვდა ვითარების შეფასებას. ამ მოხსენების მიღებამდე არც ერთი მოკავშირე ქვეყანა ბათუმში ჯარს არ გაგზავნიდა. [58]

საკუთარი შერყეული პოლიტიკის მხარდაჭერასთან ერთად კერზონმა დაიწყო უარესი სცენარისათვის მზადება. მან ჰარდინგს განუცხადა რომ ომოს სამინისტროსთან ერთად გაეკეთებინა ბრიტანული გარნიზონის გამოყვანის გეგმა როგორც კი „გარდაუვალ საფრთხეს“ დაინახავდა. კერზონმა იცოდა, რომ „სამხედრო კატასტროფა“ აუცილებლად უნდა აეცილებინა. [59] მილნიმ მას უთხრა რომ თუ სამხედრო ვითარება მოითხოვდა „ის ბათუმიდან ჯარების გაყვანაზე არ იყოყმანებდა.“ [60] კერზონი მას დაეთანხმა და დაამატა რომ ამჟამინდელი ბრიტანული გარნიზონი ბოლშევიკთა ხანგძლივ შეტევას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. ამას გარდა, ბათუმის დაცვისათვის საჭირო ტერიტორია კავკასიონის გადმოსასვლელები იყო: „არ შეიძლება ვინმე ჰქონდეს უპირატესობა ბათუმის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, როგორც კი ბოლშევიკები საქართველოს უღელტეხილებს გადმოლახავენ.“ [61]

ამასობაში, 27 აპრილს დე რობეკმა მოხსენება გაუგზავნა კერზონს. მასში ადმირალმა იწინასწარმეტყველა, რომ ბოლშევიკები საქართველოსა და სომხეთში აზერბაიჯანიდან შევიდოდნენ, იმიტომ რომ შავი ზღვის სანაპირო და ჩრდილოეთის გადმოსასვლელები, მისი მტკიცებით, შესაძლოა დაუძლეველი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე აზერბაიჯანში ბოლშევიკური გადატრიალება შეიძლება „ნებისმიერ მომენტში“ მომხდარიყო. ეს არ იყო „პირდაპირი საფრთხე“ ბათუმისათვის და გარნიზონის ევაკუაცია არ იყო აუცილებელი. „გამოსვლა არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი“ ასკვნიდა რობეკი, ... „და ანარქიის მომასწავებელი იქნება იქ, სადაც სხვადასხვა ეროვნების ათასობით ადამიანს, ჩვენგან დაცვის მოლოდინი გაუჩნდება.“ [62]

ჯარისკაცების პესიმიზმისგან განსხვავებით სამხედრო საზღვაო ძალების ანალიზი, ისეთი ოპტიმისტური იყო და ისეთ მკაფიო რეკომენდაციებს შეიცავდა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიძლება ესურვა. ის უკიდურესად საჭირო იყო კერზონისათვის, რომელმაც ამ დროიდან მსგავს ხაზს იცავდა: „მე არ ვთვლი რომ ბათუმს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული მივიღებდი ფრანგულ და იტალიურ ბატალიონებს და მხოლოდ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად გავიყვანდი.“ [63] ომის მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, რომელიც დაკავებული იყო დემობილიზაციის საკითხით, ვერასდროს ხედავდა კავკასიაში სიმბოლური ბრიტანული გარნიზონის შენარჩუნების უპირატესობას; ის მოქმედებდა მილნის რჩევით და კაბინეტს აჩქარებდა მიეღო ბათუმიდან ევაკუაციის გადაწყვეტილება:

„ჩვენ სრულად უნდა შევეგუოთ კავკასიაზე სრული კონტროლის დაკარგვა ... აქ არ არსებობს არანაირი სარგებელი, მხოლოდ საფრთხე პოლიტიკაში, რომელიც ... გადაჯაჭვულია დიდ ხარჯებთან და დროებით პოზიციებზე განლაგებულ ადეკვატურ სამხედრო ძალასთან.“

ამგვარად, ჩერჩილის რეკომენდაცია იყო ბათუმიდან ბრიტანული ბატალიონის დაუყოვნებლივ გამოყვანა. [64]

მაისს, კაბინეტის დისკუსიის მიზეზი ჩერჩილის რეკომენდაცია იყო. ამასობაში მისი არგუმენტები 27 აპრილს ბოლშევიკების მიერ აზერბაიჯანის აღებით გამყარდა. მას შემდეგ რაც იანვარში, პარიზში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამიერკავკასიის რესპუბლიკების იარაღითა და საბრძოლო მასალებით მომარაგების შესახებ, მოკავშირეებს ხშირად მიმართავდნენ თხოვნით გამოეგზავნათ ის, რასაც დაპირდნენ. ნაწილობრივ აზრის შეცვლისა და ნაწილობრივ ბიუროკრატიის გამო არაფერი გაკეთდა. მილნის თანახმად, ახლა უკვე ძალიან გვიან იყო: „ამ ქვეყნების იარაღით მომარაგება იქნება ძალიან სახიფათო და არ ჩანს რომ მათ რაიმე განზრახვა აქვთ დაიცვან საკუთარი თავი.“ ეს ბრიტანულ ჯარს ბათუმში დატოვებს “არამხოლოდ არაგონივრულ, არამედ სახიფათო სიტუაციაში.“ [65] 3 მაისს, ომის სამინისტრომ მილნის გარნიზონის ევაკუაციის ნება დართო „როდესაც ის საჭიროდ ჩათვლიდა.“ [66]

თუმცა ორი დღის შემდეგ, კაბინეტის შეხვედრაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. საუბარი იყო მხოლოდ „ფაქტობრივ რისკამდე“ ბრიტანული ნაწილების შენარჩუნებაზე  და ფრანგების და იტალიელების მიმართ ზეწოლაზე, რათა მათ დაპირებული ბატალიონები გაეგზავნათ. [67] მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დე რობეკის წინასწარმეტყველება ბოლშევიკთა წინსვლის შესახებ ახდა და  საგარეო საქმეთა სამინიტროს დაეხმარა თავიდან აერიდებინა მარცხი, ამას გავლენა არ მოუხდენია ომის სამინისტროზე, რომელიც მილნის განუცხადა თავიდან აერიდებინა კატასტროფის რისკი: „შენ, დაუყოვნებლივ ევაკუაციასთან დაკავშირებით, გაქვს მოქმედების სრული თავისუფლება.“ არაფერი იყო ნათქვამი ბათუმში მოკავშირეთა ძალების შეყვანის შესაძლებლობებზე. [68] ამით საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილო დარჩა: „ომის სამინისტროსთან“ ამბობდა ჰარდინგი „მთავარი აქცენტი არის ჯარის გაყვანის ინსტრუქციებთან. ნერვიული მეთაური უეჭველად განიხილავს ევაკუაციას, როგორც ყველაზე უსაფრთხო გზას საკუთარი თავისა და რეპუტაციისათვის.“ [69] რადგან „შეუძლებელია ომის სამინისტროს მხარეს სასწორის პინის გადახრა ავიცილოთ, ე.ი. ევაკუაცია, კერზონს აზრით ერთადერთი პასუხი არის ჩვენი პინის ჩვენს მხარეს გადმოხრა, ანუ [ჯარის] შენარჩუნება, რასაც მე თანმიმდევრულად ვაკეთებ.“ [70]

მან ეს ნამდვილად გააკეთა. ომის სამინიტროს მიერ მილნისთვის მიცემული ინსტრუქციებისაგან განსხვავებით, კეზონმა დე რობეკს განუცხადა რომ მისი არგუმენტებით კაბინეტი „შთაბეჭდილების ქვეშ იყო“ და ბათუმის „უკიდურეს პოლიტიკურ მნიშვნელობას“ აღიარებდა. კერზონი ასევე იმედებს ამყარებდა საბჭოელების მხრიდან სურვილის არქონაზე, გაერისკათ ბრიტანეთის ჯართან შეტაკება. საბჭოელები პოლონელების წინააღმდეგ ბევრად სერიოზული ბრძოლით იყვნენ დაკავებულები და თუ ისინი ამას ისე ცუდად აკეთებდნენ, როგორც კერზონი იმედოვნებდა ამას შესაძლოა „ბათუმზე თავდასხმის გადავადება ან თავიდან აცილება მოჰყოლოდა.“ წითლებს პოლონელთა შეტევა რომც მოეგერიებინათ მათი ინტერესი ამიერკავკასიის დაპყრობასთან დაკავშირებით სავარაუდოდ მეორე პლანზე გადაინაცვლებდა და ადგილს დაუთმობდა დიდ ბრიტანეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას. [71]

ამ მიზეზების გამო საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯიუტად უარობდა რაიმე ტერიტორიის დათმობას. შემდეგ კერზონი დაუკავშირდა პარიზს და რომს და მათ მთავრობებს ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. [72] მუშაობამ ფრანგებთან გაჭრა და მათ 17 მაისს ალჟირული ბატალიონი კონსტანტინოპოლიდან ბათუმში გაგზავნეს. იტალიელების აზრით მინიმუმ ორი დივიზია იქნებოდა აუცილებელი ბათუმის სათანადოდ დაცვისათვის „და თუ ორს ვერ მოახერხებდნენ საერთოდ საერთოდ არ გაგზავნიდნენ.“ [73] სან რემოს კონფერენციაზე იტალიელების არგუმენტების გათვალისწინებით, ეს გადაწვეტილება არ იყო მოულოდნელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიელთა გადაწყვეტილება ერთა ლიგასთან აღებული ვალდებულებებისა და მოკავშირეების მიმართ სოლიდარობის  უარყოფად მიიჩნია. ომის სამინისტრომ ეს ბათუმიდან ევაკუაციის ახალ საბაბად კვლავ გამოიყენა. [74] ჩერჩილისა და ვილსონის პოზიცია იმდენად მტკიცე იყო, რომ კაბინეტის 21 მაისის უშედეგო შეხვედრა ომის სამინისტროს მიერ ინტერპრეტირებულ იქნა, როგორც მილნისათვის უფლებამოსილების მინიჭება, თუკი ის ევაკუაციას გადაწყვეტდა. [75] თუ ის აქამდე ბათუმში არსებულ ვითარებას აღწერდა როგორც „სახიფათოს“, ამჯერად მას განუცხადეს ჯარი „დაუყოვნებლივ“ გამოეყვანა. მას არ სჭირდებოდა ადგილზე დალოდებოდა „მოახლოებულ კატასტროფას.“ [76] ამ ისნტრუქციებმა კერზონი ძალიან გააბრაზა. მან ვილსონს განუცხადა რომ ომის სამინისტრო “სათანადოდ და ზედმიწევნით“ ვერ შეასრულებდა კაბინეტის გადაწყვეტილებას. ის აპროტესტებდა: „მე მიმაჩნია რომ ეს თითქმის შეუძლებელია ნებისმიერი პოლიტიკის წარმართვა, როდესაც ომის სამინისტრო თავის შეხედულებებს ასახავს ტელეგრამებში და მათ კონსულტაციების გარეშე აგზავნის.“ [77] შედეგად, ინსტრუქციებმა დროებით ძალა დაკარგა. [78]

მაისის ბოლოსთვის ფაქტობრივად არაფერი იყო გაკეთებული. ფრანგული ბატალიონის ბათუმში ჩასვლამ საგარეო საქმეთა და ომის სამინისტროებს შორის არებული დაპირისპირება ვერ შეამსუბუქა. ეს უკანასკნელი კვლავ ამტკიცებდა რომ საქმე ჰქონდათ „უსარგებლო სამხედრო მიზანთან,“ რაც ემსახურებოდა ბათუმის შენარჩუნებას და სამი ბატალიონის მიერ „დაცვას არ დაქვემდებარებული“ ქალაქის დაკავება იყო არაგონივრული. განსაკუთრებით მაშინ როდესაც „არც ქალაქის მოსახლეობას და არც ქართველებს სურდათ ჩვენი დარჩენა.“ [79] საგარეო საქმეთა სამინისტრო ასე არ ფიქრობდა და ბათუმის  ოკუპაციით მიღებულ პოლიტიკურ სარგებელზე მიუთითებდა.

როგორც კი მოკავშირეთა ძალები დატოვებენ ბათუმს [ამტკიცებდა ჰარდინგი] საქართველოს დაკარგავს მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერას და ეჭვი არ არის რომ ის რამდენიმე კვირაში ბოლშევიკების ხელში აღმოჩნდება და ჩვენ ამ ქვეყნის ღალატში დაგვდებენ ბრალს. ეს საყვედური დამსახურებული იქნება. რაც შეეხება სომხებს, ბოლშევიკებს აზერბაიჯანში, თურქებს სამხრეთ-დასავლეთში და ქართველების მერყევ განწყობას, ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი რომ, ერევნის მთავრობა რომელსაც უკიდურესობებისაკენ მიდრეკილებებში ადანაშაულებდნენ, საბოლოოდ ბოლშევიკური გახდებოდა.

კავკასიაში რეალური არასტაბილურობა მოსალოდნელი იყო ბრიტანელთა ევაკუაციის შემდეგ, რასაც შესაძლებელია ეფექტი,  ინდოეთში, იმპერიის პოზიციებზე მოეხდინა. ბათუმის ბოლშევიკთა ხელში გადასვლა, გამოიწვევდა თეირანის „გარდაუვალ“ დაცემას და „ინდოეთის და მესოპოტამიის ფლანგი“ დაუცველი რჩებოდა. შესაძლოა, აგრძელებდა ჰარდინგი, ამან მიგვიყვანოს ავღანურ-ბოლშევიკურ ალიანსამდე „რასაც თან დაერთვება ავღანელთა მხრიდან ომის დაწყება ინდოეთში.“ ამგვარად, ბათუმის ევაკუაციის კუმულაციური ეფექტი „დამღუპველი“ იქნება ბრიტანეთისთვის და მის პრესტიჟს მთელს აზიაში დიდად დააზარალებს. ჰარდინგმა ყველანაირად სცადა ეჩვენებინა, რომ მისი ხედვა არ იყო ყურით მოთრეული: „მოვლენათა ასეთი განვითარება შესაძლოა გადაჭარბებულად მივიჩნიოთ და ის შესაძლებელია არც მოხდეს, მაგრამ საერთოდ არ არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც ის უეჭველად არ განხორციელდება. ჩვენ გვინახავს, ბოლშევიკური არმიის მიერ მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა და მათ მიერ თავიანთი ბაზებიდან საკმაოდ მოშორებით ოპერაციების წარმოება. [80]

ჰარდინგის ამოსავალ დებულებას წარმოადგენდა დომინოს თეორიის აპოგეა, რომელსაც ის იყენებდა ამიერკავკასიაში იმპერიის ფორპოსტის საჭიროების გასამართლებლად, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ომის ერთ-ერთ ნადავლს ჩაბღაუჭებოდა.  სხვა არავინ ხედავდა ამის საჭიროებას, იმიტომ რომ არავინ მიიღო ის წინადადებები, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს არგუმენტები მოჰყავდა. ბოლშევიკური პროპაგანდის ეფექტურობის და ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტრო მართალი იყო, როდესაც რევოლუციის მოხდენის ალბათობა დაუშვა. მაგრამ კავკასიაში ბრიტანული ფორპოსტით ამის თავიდან აცილება ვერ მოხდა. ლოიდ ჯორჯმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა არტურ ბალფურმა დაინახეს, რომ არ არსებობდა მიზეზი თუ რატომ უნდა შეექმნა კავკასიაზე ბოლშევიკურ კონტროლს ინდოეთისთვის უფრო მეტი საფრთხე, ვიდრე ამ რეგიონში მეფის რუსეთის რეჟიმს. [81] შესაბამისად, ბათუმი ინდოეთის დასაცავად საყრდენს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის წარმოადგენდა. მთლიანობაში, ბრიტანეთის მთავრობამ იმის განხილვაც კი, ხომ არ იყო რაიმე კავშირი კავკასიაში ბრიტანულ გავლენასა და ბრიტანეთის აღმოსავლური იმპერიის სტაბილურობას შორის სრულად უარყო.

საგარეო საქმეთა სამინიტროს ხელი იმ ფაქტმა შეუშალა, რომ გადაწყვეტილება ევაკუაციის შესახებ პრაქტიკულად მიღებულ იქნა. ერთადერთი კითხვა იყო დროსთან დაკავშირებით. ორივე, კერზონი და ჰარდინგი იბრძოდნენრამაც საუკეთესო შემთხვევაში პროცესი შეანელა და გამოიწვია გარდაუვალი ევაკუაციის გადავადება. ომის სამინისტრო საბოლოოდ თავისი მიზნისთვის უნდა მიეღწია. რაც დავის გადაწყვეტას დაეხმარა იყო ლონდონში, ბრიტანეთისა და საბჭოთა მთავრობებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები ვაჭრობის შესახებ. ლოიდ ჯორჯმა გააფრთხილა რუსები, რომ ბრიტანეთის მთავრობა არ დაუშვებდა ბათუმიდან მათი გარნიზონის გაძევებას, „რაც მაშინვე გულისხმობდა საომარ მდგომარეობას და ვაჭრობის განახლებასთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის დღის წესრიგიდან საბოლოოდ ამოღებას.“ [82] რუსებმა განაცხადეს, რომ მათ ბათუმი აღიარეს საქართველოს ნაწილად და რომ ბრიტანული და ფრანგული ჯარის ყოფნამ „მოსახლეობის თავისუფალი ნების გამოხატვა შეზღუდა.“ [83]  ლოიდ ჯორჯმა მაშინვე განაცხადა რომ ბრიტანელებს ბათუმში დარჩენის განზრახვა არ ჰქონდათ. „ეს არის უკანასკნელი რამ სამყაროში, რისი გაკეთებაც ჩვენ გვინდა.“ [84] ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პრემიერ მინისტრმა სერიოზული კომენტარი გააკეთა ბათუმის მომავალთან  დაკავშირებით და ამ მომენტიდან ქალაქის კავშირი საქართველოსთან გარდაუვალი გახდა.

9 ივნისს სერ ჰენრი ვილსონმა კაბინეტს დეტალური მემორანდუმი წარუდგინა. ხაზგასმული პასაჟების მეშვეობით ვილსონს ბრიტანეთის მეტისმეტ სამხედრო გაფართოებაში სერიოზულად  შეჰქონდა ეჭვი. კერძოდ მან აღნიშნა: „ამ მომენტისათვის ჩვენ არ გვაქვს არანაირი რეზერვი (საჯარისო შენაერთებში), რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას გავაძლიერებთ ჩვენს გარნიზონებს, სადაც ყოველ წუთს შეიძლება შეიქმნას საგანგებო ვითარება.“ მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთის არმია მთელს მსოფლიოში იყო გაფანტული „ის არსადაა ძლიერი, სუსტია ყველგან და არ გააჩნია რეზერვი, რომ თავი დაიცვას სახიფათო სიტუაციაში ან თავიდან აირიდოს მოსალოდნელი საფრთხე.“ ვილსონისათვის ჯარების გამოყვანა და მათი თავმოყრა იყო იმპერატივი. მის გონებაში იყო ჩრდილოეთ რუსეთში შეჭრის მაგალითი, რომელიც მურმანსკში 150 ჯარისკაცის გადასხმით დაიწყო, მაგრამ სანამ ოპერაცია დასრულდა განსაზღვრული პოლიტიკის არარსებობამ 20 000 ბრიტანელი ჯარისკაცი შეისრუტა.“ [85] ეს მემორანდუმი ჯარების გამოყვანის საკითხში ლოიდ ჯორჯის მიდრეკილების და თანამშრომლობის საკითხში საბჭოთა მთავრობის აშკარა სურვილის გამო, გადამწყვეტი აღმოჩნდა. 11 ივნისს კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ პორტი და ბათუმის ოლქი საქართველოს გადაეცემოდა. [86] ბრიტანეთის ყოფილი კონსული ბაქოში, პოლკოვნიკი კლოდ სტოქსი, თბილიში უნდა გამგზავრებულიყო, რათა  სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის ბაქო-ბათუმის თავისუფალი სარკინიგზო ტრანზიტის და ბათუმის პორტის თავისუფალი გამოყენების უფლება მიეღო.

1920 წლის 28 ივნისს საქართველოს მთავრობასთან ორ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველო დათანხმდა სომხეთისა და აზერბაჯანისათვის თავისუფალ სარკინიგზო ტრანზიტს ბათუმის გამოყენებით. ასევე ორივე რესპუბლიკისათვის თავისუფალი გამოყენების გარანტიას ბათუმის პორტზე.  მეორე: საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა ბათუმის შემოგარენიდან სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის გაყვანას. [87] როგორც კი ქართველები დარწმუნდნენ რომ ერთა ლიგა არ გააკონტროლებდა ბათუმს და რომ ბრიტანული და ფრანგული შენაერთები გავიდოდნენ, ისინი გახდნენ უფრო მეტად თავაზიანები. მაგრამ კერზონმა და ჰარდინგმა კარგად იცოდნენ, რომ შეთანხმება კავკასიაში სტაბილურობას გარეგნულად იგივე დონეზე დატოვებდა. სომხეთს და აზერბაიჯანს ახლა საქართველოს წინააღმდეგ მოუწევდათ ბრძოლა, ხოლო საქართველოს რუსეთის მოგერიება.

ბათუმის ოლქი 1920 წლის 7 ივლისს ოფიციალურად გადაეცა საქართველოს მთავრობას, ხოლო 9 ივლისს ბრიტანულმა და ფრანგულმა ჯარებმა იქაურობა დატოვეს. არასასიამოვნო ინციდენტები არ მომხდარა. ხოლო ბრიტანული დიპლომატიური მისიის გასვლა თბილისიდან ჯერჯერობით საჭიროდ არ იქნა ჩათვლილი. უმაღლესი კომისრის თანამდებობაზე უორდროპის შემცვლელმა კომანდერმა ჰარი ლუკმა, გარკვეულწილად თავი დააღწია „მომაბეზრებელ ბათუმურ საქმიანობას.“ [88] კერზონი იმედგაცრუებული იყო. ბოლო მომენტამდე ის წარუმატებლად ცდილობდა ამერიკელების დარწმუნებას გემები და საზღვაო ნაწილები ბათუმში გაეგზავნათ, რათა უკვე გასული ინგლისურ-ფრანგული ძალები ჩაენაცვლებინათ. [89] თემთა პალატაში პრემიერ მინისტრი შეეცადა მომხდარისთვის გაბედული ნიღაბი მოერგო:

„თავდაპირველად ბრიტანელები ბათუმში რჩებოდნენ, რათა ქალაქი მოკავშირეთა მინდობილობით ემართად იქამდე, სანამ მის საბოლოო გადაცემასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი გამოსავალი იქნებოდა ნაპოვნი. ეს ახლა განხორციელდა და ქალაქი გადაეცა საქართველოს.“ [90]

თუმცა კერზონი მაინც არ იყო მშვიდად: „სწორი პასუხი იქნებოდა: “ჯარი იმიტომ გავიდა რომ ომის სამინისტრო დაჟინებით ითხოვდა ამას.“ [91]  1920 წლის იანვრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმიდან ბრიტანული ჯარების ევაკუაციის გადადებას უჭერდა მხარს. თუმცა წლის შუაში მათი პოზიცია შესუსტდა. ვერც კერზონმა და ვერც ჰარდინგმა ვერ მოახერხეს კაბინეტის დარწმუნება რომ დომინოს თეორია გაეზიარებინათ. ბრიტანელი პოლიტიკოსების უმრავლესობისათვის აზიაში ბრიტანეთის იმპერიის უსაფრთხოება უბრალოდ არ იყო დამოკიდებული ამიერკავკასიაში ბრიტანულ გავლენაზე ან ფორპოსტის ქონაზე. ისინი თვლიდნენ, რომ კავკასია შორს იყო იმისთვის, რათა ბრიტანეთის უსაფრთხოებაზე გავლენა მოეხდინა. ინდოეთში იმ პერიოდში მომხდარი არეულობა და ასევე ომი XIX საუკუნის ბუფერულ სახელმწიფო - ავღანეთთან მაინც მოხდა, მიუხედავად იმისა რომ ბრიტანელებს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ ამიერკავკასიაში, და ბათუმში განლაგებული ბრიტანული ჯარები ვერ აირიდებდნენ ბოლშევიკურ პროპაგანდას, რომელიც მიმართული იყო იმპერიის პრობლემურ წერტილებზე. გარდა ამისა, ომის შემდეგომ აღდგენისა და ხარჯების შემცირების პერიოდში კავკასიაზე ბრიტანული სამხედრო და პოლიტიკური კონტროლი მეტისმეტ ხარჯად და ჯარების არასაჭირო მანევრად იქნა მიჩნეული. ბოლშევიზმის კოშმარის ეფექტურად გაფანტვა სავაჭრო ხელშეკრულებებით მოხერხდა. საბჭოთა რუსეთთან ვაჭრობის გაფართოება შესაძლოა ევროპასა და აზიაში სტაბილურობისათვის მუშაობისას მომგებიან და ნაკლებად ხარჯიან მეთოდად იქცა. მაშინ ამიერკავკასიაში იმპერიის ფორპოსტი საჭირო არ გახდებოდა და ბათუმი ინდოეთის დაცვისათვის ყველაზე შორეული დომინო არ იქნებოდა.

 

ავტორის შენიშვნები:

[1] ტერმინები „ამიერკავკასია“ და „კავკასია“ არის ურთიერთჩანაცვლებადი (როდესაც ისინი იხმარება ბრიტანელის მიერ) და გულისხმობს იგივე ტერიტორიას კავკასიის მთების სამხრეთით.  

[2] For example, see General Staff memorandum,  'Future Settlement of Transcaucasia: The Military Aspect of the Case', 5 Dec. 1918, CAB[inet Records] 27/36/2243.

[3]  Wilson to Cowan, 11 Apr. 1919, Major-General Sir C.E. Callwell, Field-Marshall Sir HenryWilson: His Life and Diaries (London, 1927), 11. 182. See also Michael Howard, The Continental Commitment (London, 1972), pp. 71-2.

[4] W[ar] O[ffice] to Milne, 3 July 1919, W[ar] O[ffice Records] 33/974, no. 4845.

[5] Goc-in-c Constantinople to wo, 23july 1919, F[oreign] O[fhce Records] 371/3662,110080/1015/

[6] Milne to Wilson, 27 July 1919, FO, 0371/3659, 121298/512/58.

[7] Curzon, War Cabinet, 25 July 1919, cab 2V1 1/5QQ.

[8] Curzon, War Cabinet, 29 July 1919, cab 23/11/601.

[9] Curzon, War Cabinet, 2 Sept. 1919, cab 23/ 1 2/621

[10] F[oreign]O[ffice]  (Eastern Department) memorandum,  4 Sept. 1919^0 371/3663,  126879/1015/5

[11] F[oreign] O[ffice]  (Eastern Department) memorandum,  i4Sept. 1919^0 371/3663, 126879/1015/58

[12]  Curzon minute, 1  4 Sept. 1919, ibid.

[13] ghq Constantinople to  wo, 15 Sept. 1919^032/5964,110.8^.

[14] Cabinet resolution,  i8Sept. 1919,0x823/12/6

[15]   Wilson memorandum,  The Position of the Proposed  British Detachment in the Caucasus',  i7Sept. 1919^0371/3668, 133008/11067/

[16] wo to Goc-in-c  Constantinople, 20  Sept. 1919^033/974^0.5276.

[17] 7 Supreme Council Resolution, Paris, 19 Jan. 1 920, Documents on British Foreign Policy 1919-1939,  ed. Sir E.L. Woodward, Rohan Butler, etal,  First Series (London, 1947 ff.),  11. 923-4.  Cited hereafter as DBFP.

[18] Curzon, Cabinet  conference, Paris, 18 Ian.  1020, cab 2 VWs-11

[19] Lloyd George, Cabinet  conference, Paris, 18 Jan. 1920, ibid

[20] Lloyd George,  Cabinet conference, Paris, 19 Jan. 1920, cab 23/35/s-12

[21] Lloyd George, Imperial War Cabinet, 12 Dec. 1918, cab  23/42/42

[22] Curzon, Eastern  Committee, 2 Dec. 1918,  cab 27/24/40

[23] Curzon  memorandum, Transcaucasia', 24 Dec. 1919, cab 24/95/336. Lord Curzon had officially  succeeded A.J.  Balfour as Secretary of State for Foreign Affairs on 19 Oct. 1919.

[24] Cabinet resolution, 14 Jan. 1920, cab 23/20/4(20). The garrison consisted of one British and two Indian battalion.

[25] wo to Milne, 3 Feb. 1 920, wo 33/ 1 000, no. 5005A.

[26] Osborne minute, 4 Feb. 1920, fo 371/3073, 1 77722/ 170894/5

[27]  For details see M.L. Dockrill and Z. Steiner, The Foreign Office at the Paris Peace Conference 1 q 1 o\ International HistoryReview, 11 ( 1080).

[28] Hardinge minute, 5 Feb. 1920, fo 371/3666, 176044/1015/58

[29] Curzon minute, 5 Feb. 1920, ibid

[30] Curzon memorandum, The Evacuation of Batum', 9 Feb. 1920, cab 24/97/594. Milne had first

suggested converting Batum into a free  port in a telegram to Churchill on  4 Oct.  1919. See cab 24/92/9.

[31] coc-in-c Constantinople to wo, 10 Feb. 1920, wo 33/1000, no. 5684.

[32] wo to Goc-in-c Constantinople, 14 Feb. 1920, fo 37 1/493 i,ei 32/1/5

[33] ghq Constantinople to wo, 16 Feb. 1920, wo 33/ 1 000, no. 5696

[34] Cabinet resolution, 18 Feb. 1920, cab 23/20/1 1(20)

[35] Supreme Council decision, 25 Feb. 1920, cab 24/99/72

[36] wo to Goc-in-c Constantinople, 26 Feb. 1920^033/1000^0.5725.

[37] Wardrop to Curzon, 29 Feb. 1920, fo 37 1/493 2, ei 174/1/5

[38] Hardinge minute, n.d. (c.4 Mar. 1920), ibi

[39] Tsheidse to Lloyd George, 28 Feb. 1920, Beaverbrook  Library, Lloyd George mss. F/206/3/1.

[40] Hardinge-Tsheidse conversation, 1 1 Mar. 1920, fo 37 1/4933, E1553/1/5

[41] ghq Constantinople to wo, 11 Mar. 1920, fo 371/4933, E1636/1/58; Goc-in-c Constantinople to wo, 13 Mar. 1920, wo 33/1 000, no. 5792

[42] wo to Hardinge, 16 Mar. 1920^037 1/4933^ 1636/ 1/5

[43] Curzon to Wardrop, 21 Mar. 1920, fo 37 1/4933, E2056/1/58

[44] ghq Constantinople to wo, 26 Mar. 1920, wo 33/1000, no. 5003.

[45] Cooke-Collis to Milne, 29 Mar. 1920, ibid., no. 5890.

[46] Milne to wo, 31 Mar. 1920, ibid., no. 5883; Goc-in-c Constantinople to War Office, 2 Apr. 1920, ibid., no. 5890.

[47] wo to Hardinge, 6 Apr. 1920, fo 371/4934, E2761/1/5

[48] Curzon minute, n.d. (c. 7 Apr. 1920), ibid

[49] Report of Commission on the Formation of a Future Armenian State, London Conference, 25 Mar. 1920, DBFP, First Series, vn.643.

[50] c-in-c Mediterranean to  Admiralty, 3 Apr. 1920, fo 37 1/4934, E2645/1/58; Goc-in-c Constantinople to wo, 4 Apr. 1920, ibid., E264 1/1/5

[51] Beatty to Curzon, 7 Apr. 1920, ibid., E2938/1/58.

[52] fo to wo, 14 Apr. 1920, DBFP, First Series, xn.585.

[53] H.J.Cready(wo)toHardinge, i5Apr. 1920,  fo 371/4935, E3293/1/5

[54] fo to wo, 20 Apr. 1920, ibi

[55] Curzon, San Remo Conference, 20 Apr. 1020, cab 20/85/98.

[56] San Remo Conference, 22 Apr. 1920, cab 29/86/102

[57] Curzon, San Remo Conference, 23 Apr. 1920, cab 29/86/104

[58] San Remo Conference, 23 Apr. 1920, cab 29/86/ 104A

[59] Curzon to Hardinge, 23 Apr. 1920, fo 37 1/4935, E3726/1/5

[60] wo to ghq Constantinople, 24 Apr. 1920, ibid.,E$>j6%/ 1/58

[61] ghq Constantinople to wo, 26 Apr. 1920, ibid., 3836/1/58

[62] De Robeck to Curzon, 27 Apr. 1920, ibi

[63] Curzon minute, 29 Apr. 1920, UBtr, t irst aeries, xn.509-9

[64] Churchill memorandum, 'Batum', 28 Apr. 1920, cab 24/104/1 194.

[65] coc-in-c Constantinople to wo, 2 May 1920, wo 33/ 1000, no. 5979

[66] wo to coc-in-c Constantinople, 3 May 1920, fo 371/4936, E4 130/ 1/58

[67] Cabinet resolution, 5 May 1920, cab 23/2 1/24(20)

[68] wo to Milne, 5 May 1920, fo 37 1/4036, E43W1/&8.

[69] Hardinge minute, n.d. (c. 8 May 1920), ibid

[70] Curzon minute, 8 May 1920, ibid.

[71] Curzon tode Robeck, 6 May 1920, fo 371/4935, E3836/1/5

[72] Curzon to Derby, 6 May 1920, Curzon to Buchanan, 6 May 1920, fo 37 1/4936, E4320/1/58

[73] British Military Mission (Rome) to Major-General William Thwaites (Director of Military Intelligence), 15 May 1920, fo 371/4937, E4872/1/5.

[74] J.A.Corcoran (wo) to Hardinge, 21 May 1920, fo 37 1/4938, E5 153/1/58.

[75] Cabinet minutes, 21 May 1920, cab 23/2 1/30(20).

[76] wo to Goc-in-c Constantinople, 22 May 1920, wo 33/1000, no. 6052.

[77] Curzon to Wilson, 23 May 1920, Richard H. Ullman, Anglo-Soviet Relations 1917-1921: Volume III: The Anglo-Soviet Accord (Princeton, 1972), pp. 336-7.

[78] wo to Goc-in-c Constantinople, 23 May 1920, wo 33/1000, no. 6055.

[79] Cabinet memorandum, 'The Situation in the Caucasus', 2 June 1920. This was based on a telegram from Milne to the War Office, 30 May 1 920, ibid., no. 6090.

[80] Hardinge minute (to Curzon), 21 May 1 020, DBFP, First Series, xm.487-8.

[81] For example see Balfour, Eastern Committee, 9 Dec. 1918, cab 27/24/4

[82] Lloyd George, Anglo-Soviet conversations, London, 31 May 1920, cab 29/87/ 109D

[83] Krasin, Anglo-Soviet conversations, London, 7 June 1920, cab 29/87/ 109E

[84] Lloyd George, Anglo-Soviet conversations, London, 7 June 1920, ibid

[85] Wilson memorandum, 'British Military Liabilities, 9june 1920, cab 24/107/1407

[86] Cabinet resolution, 11 June 1920, cab 23/2 1/35(20)

[87] Luke to Curzon,28June 1920, fo 371/4942, E7467/1/5

[88] Luke's Diary, 5 June 1920, Harry Luke mss

[89] Curzon to Geddes, 7 July 1920, fo 371/4942, E7791/1/58

[90] Lloyd George, House of Commons, 26 July 1920, 132 H.C. Deb. 5s., col. 955

[91] Curzon minute, n.d. (c. 30 July 1920). fo 371/4944, E8997/1/5

 

 

მთარგმნელის შენიშვნები:

* „დიდ თამაშში“ იგულისხმება XIX და XX საუკუნის დასაწყისში, ბრიტანეთსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური და დიპლომატიური დაპირისპირება სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში, ასევე სპარსეთსა და ბრიტანულ ინდოეთში.

** 13 აპრილს, პენჯაბში ბრიტანულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან დემონტრაციას. სხვადასხვა მონაცემებით დაიღუპა 379 დან 1500 ადამიანამდე.

*** ბრიტანეთის არმიის უმაღლესი ადმონისტრაციული ორგანო 1904-1964 წლებში.

 

ჯონ. დ. როუზი

                                               

                                   The International History Review, Vol. 2, No. 2 (Apr., 1980) pp. 266-287

  

ინგლისურიდან თარგმნა გოგი გაფრინდაშვილმა