SVA-10 თბილისის აეროდრომზე |
პირველი რესპუბლიკის არმიას რუსეთის კავკასიური არმიისგან მოძველებული საფრენი აპარატები დარჩა, რის გამოც ხშირი იყო აეროპლანების ჩამოვარდნა ამიტომ შეიარაღებული ძალებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი საფრენი აპარატების შეძენა. 1920 წლის მარტიდან საავიაციო გუნდის მეთაური პოლკოვნიკი მიხეილ მაჭავარიანი იმყოფებოდა იტალიაში სადაც იგი, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სენატორ ეტორე კონტის იტალიის სამოქალაქო მისიას გაყვა. საქართველოში ჩამოსულ იტალიურ მისიაში ცნობილი მფრინავებიც შედიოდნენ და მაჭავარიანმა მათთან საუბრის შემდეგ გამოარკვია , რომ იტალიაში შეიძლებოდა საფრენი აპარატების შეძენა ხელსაყრელ ფასებში.
საკითხის სიმწვავის გამო მაჭავარიანმა სამხედრო მინისტრს წარუდგინა მოხსენება და მოითხოვა იტალიაში გაგზავნა, მისი თხოვნა დაკმაყოფილდა და მაჭავარიანი მეორე დღესვე 13 მარტს კონტის მისიასთან ერთად იტალიაში გაემგზავრა, მისგანვე მიიღო წერილი რომლის საშუალებითაც მას შეეძლო დაეთვალიერებინა საავიაციო ქარხნები და აერჩია აეროპლანები. იტალიაში ჩასულმა მაჭავარიანმა, საავიაციო ქარხნების დათვალიერებასა და აეროპლანების შერჩევასთან ერთად, კავშირი დაამყარა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მყოფ ქართულ დელეგაციასთან. 4 ივნისს პარიზში ჩასულმა მაჭავარიანმა ქართულ დელეგაციას მოხსენებით წარუდგა და დაასაბუთა, რომ ყველაზე უპრიანი იქნებოდა იტალიური აეროპლანების შეძენა, რადგანაც ფრანგული არ იყო ღირებული, ხოლო ბრიტანული აეროპლანები რომელთაც იტალიურის მსგავსი მონაცემები ჰქონდათ ჯდებოდა სამჯერ ძვირი, მას ანსალდოს ქარხანაში უკვე ყავდა შერჩეული აეროპლანები და იგეგმებოდა 9-10 საფრენი აპარატის შეძენა. ფირმა თავად კისრულობდა აეროპლანების გადატანას თბილისში, თუმცა გარკვეულ პრობლემას ქმნიდა იტალიური ტრანსპორტის საზოგადოება რომელსაც უნდა გადაეტანა აეროპლანები. საქმე ძალიან ნელა მიიწევდა წინ და მაჭავარიანი ივნისის ბოლოს საერთოდ იმედგადაწურული და სასოწარკვეთილი პარიზში მყოფ ქართულ დელეგაციას წერდა, რომ მას არაფერი გამოუვიდა, რადგანაც ფირმა რომელიც პასუხისმგებელი იყო გადაზიდვაზე, ვერ იძლეოდა ვერანაირ გარანტიას, რომ შეძენილ საქონელს საქართველოში ჩაიტანდა და დელეგაციას თხოვდა ეშუამდგომლათ საფრანგეთის მთავრობასთან რათა საფრანგეთში შეეძინათ აეროპლანები.
მაჭავარიანის პესიმიზმი არ გამართლდა და 9 ივლისს ანსალდოს ფირმასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად საქართველომ შეიძინა ანსალდოს ქარხნის SVA ტიპის 10 ორადგილიანი თვითმფრინავი, Issota-Fraschini 250 ცხ.ძ-ს მქონე ძრავით, ფოტოგრაფიული მოწყობილობით , თუმცა შეიარაღების გარეშე. თვითმფრინავს მოყვებოდა სათადარიგო ნაწილების ორი კომპლექტი. შენაძენის საერთო ფასი შეადგენდა 690 000 იტალიურ ლირას, საიდანაც ქართული მხარე თანხის 50 %-ს იხდიდა თვითმფრინავების შეძენისთანავე, 40%-ს მარსელის პორტში ჩატანის, ხოლო დარჩენილ 10 %-ს კი საავიაციო ტექნიკის თბილისში ჩატანის შემდეგ. კომპანია იღებდა ვალდებულებას საკუთარი ხარჯებით გაეგზავნა თბილისში ორი კვირით მფრინავი და მოტორისტ-ამწყობი რათა მათ აეწყოთ თვითმფრინავები და მოეწყოთ საცდელი ფრენები, კონტრაქტში ასევე განსაზღვრული იყო აეროპლანების მიღების და მარსელის პორტში ჩატანის ვადები, ფორს-მაჟორი და ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევები.
აეროპლანების დატვირთვა მარსელის პორტში |
პრობლემები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც არ დასრულებულა. კონკრეტულად პრობლემა შეიქმნა ტრანსპორტირების საკითხში. იტალიიდან პირდაპირ ტრანსპორტირება გემით, იტალიელი მუშების პროტესტის გამო შეუძლებელი გამოდგა, ამიტომ ყუთებში ჩაწყობილი აეროპლანები სახმელეთო გზით საფრანგეთში მარსელის პორტში გადაიტანეს. ამ საქმეებს ხელმძღვანელობდა იტალიური გადამზიდავი კომპანია ,,მანჯილი", რომელმაც მარსელში ტვირთის ჩატანის შემდეგ საქმის დასრულება მიანდო საზოგადოება ,,ნატურალს", ეს უკანასკნელი კი საკუთარი კომერციული მოსაზრებიდან გამომდინარე საქმეს აჭიანურებდა, ამასობაში ქართველების მიერ შეძენილი აეროპლანები მარსელის პორტში ყუთებში ჩაწყობილი ბარჟებზე იდგა, თავზე კი უბრალო ქაღალდი ჰქონდა გადაკრული, რაც ტექნიკის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა. პოლკოვნიკმა მაჭავარიანმა შექმნილი ვითარება იმდენად განიცადა, რომ ნერვიული შეტევა დაემართა და მარსელის კლინიკაში სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს, მას საავადმყოფოში თითქმის ერთი თვის გატარება მოუწია. Issota-Fraschini, სიმძლავრე 220-250ცხ.ძ; თვითმფრინავის ზომები -9.1X8,1X2.9; ცარიელი თვითმფრინავის წონა - 730კგ.; მაქსიმალური ასაფრენი წონა - 1065კგ; მაქსიამლური სიჩქარე - 200-220კმ.სთ; ფრენის პრაქტიკული სიმაღლე- 6000 მეტრი; ფრენის ხანგრძლივობა - 5,4 სთ; ფრენის სიშორე -600 კმ; შეიარაღება - 1-3 ტყვიამფრქვევი და 90 კგ. ბომბი.
პოლკოვნიკი მაჭავარიანი |
მაჭავარიანის გასაკეთებელი საქმე, ქართული დელეგაციის მიერ პარიზიდან მოვლენილმა სოსიპატრე ასათიანმა დიდი ძალისხმევის შედეგად წარმატებით დაასრულა და აგვისტოს ბოლოს აეროპლანების საქართველოსკენ გამოგზავნაც მოხერხდა. იტალიური SVA-10 ტიპის აეროპლანები იმ დროისათვის ტექნიკის საავიაციო ტექნიკის უკანასკნელ სიტყვას წარმოადგენდა. ანსალდოს ქარხნის მიერ ამ ტიპის მზვერავ-ბომბდამშენი თვითმფრინავის გამოშვება 1918 წელს დაიწყო და პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, მათ არაერთხელ დაზვერვეს, დაბომბეს და პროპაგანდული შინაარსის ბარათები ჩაყარეს ავსტრიული ქალაქებში, 1920 წელს SVA -ს სხვადასხვა მოდიფიკაციის ექვსი აეროპლანი მონაწილეობდა ცნობილ ტოკიო-რომის ცნობილ 15 200 კილომეტრიან გადაფრენაში. SVA-10-ის საბრძოლო და ტექნიკური პარამეტრები: ეკიპაჟი - 2კაცი; ძრავი
ქართული არმიის მიერ შესყიდულ ,,ანსალდოებზე" როგორც ზემოთ ვნახეთ ძალიან მძლავრი 250ცხენის ძალიანი ძრავა იყო დამონტაჟებული, მაგრამ აეროპლანი მხოლოდ სადაზვერვო დავალებისათვის გამოდგებოდა, რადგანაც შეიარაღების გარეშე იქნა შეძენილი. ქართველმა ავიატორებმა იტალიურ ტექნიკაზე დაყენეს ძველი ტყვიამფრქვევები, ხოლო იტალიელი ინსტრუქტორების დახმარებით ერთ თვეზე ნაკლებ დროში აითვისეს ახალი ტექნიკა. ზუსტად უცნობია მოხერხდა თუ არა ანსალდოების გამოყენება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში. ქართველი გენერლებისა და პოლკოვნიკ რომან მკურნალის მოგონებებს თუ ვერწმუნებით, იტალიაში შეძენილი ანსალდოები რუსეთთან 1921 წლის ომის დროს ვერ აფრინდნენ და ამის მთავარ მიზეზად ზეთის უქონლობას ასახელებენ, რომლის შეძენის აუცილებლობაში მათი თქმით მთავრობის მეთაური ვერაფრით დაარწმუნეს. აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება ძალიან რთულია, რადგანაც ომისწინა დოკუმენტებში არ ჩანს რომ მთავრობა უარზე იყო შეეძინათ ზეთი ან საწვავი, ასევე არ ჩანს ომის პერიოდის დოკუმენტებში რომელი აეროპლანები დაფრინავდნენ , ზვერავდნენ და ბომბავდნენ მოწინააღმდეგეს ჯარებს.
დიმიტრი სილაქაძე
траспортировка - გადაზიდვა, баржа - კარჭაპი, документ - საბუთი, порт - ნავსადგური, დაмонтажებული - დაყენებული, моторист - მეძრავე, ძრავის ხელოსანი
ReplyDelete