საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიაში სამი წლის მანძილზე რამდენიმე ათეული გენერალი მსახურობდა. თითოეულმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სამხედრო განათლება მიიღო და სამსახური დაიწყო რუსეთის საიმპერატორო არმიაში. საინტერესოა თუ რა გამოცდილება და განათლება უმაგრებდა მათ ზურგს დამოუკიდებელი საქართველოს არმიის მშენებლობის პროცესში. ამიტომ ამ ბლოგში წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას დამოუკიდებლობის პერიოდის ქართული არმიის მთავარსარდლებისა და გენერალური შტაბის უფროსების კარიერის ძირითადი მომენტების შესახებ რუსულ არმიაში. ბლოგის შემდეგ ნაწილში კი შემოგთავაზებთ რესპუბლიკის არმიის სხვა მნიშვნელოვანი გენერლების შესახებ ანალოგიურ ინფორმაციას.
განათლება: თბილისის კადეტთა სამხედრო სასწავლებელი, მოსკოვის ალექსანდრეს სახელობის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი პირველი თანრიგით, გენერალური შტაბის აკადემია პირველი თანრიგით
წოდება: გენერალ-ლეიტენანტი
მეთაურობდა: არმიას, ასევე იყო არმიის შტაბის უფროსიც
ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო: წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი და წმინდა გიორგის იარაღი
ომებში მონაწილეობა: რუსეთ-იაპონიის და პირველ მსოფლიო ომები
ასაკი 1918 წლისთვის: 53 წლის
რუსულ არმიაში სამსახურის ხანგრძლივობა: 31 წელი
გიორგი კვინიტაძე
განათლება: თბილისის კადეტთა სამხედრო სასწავლებელი, პეტერბურგის კონსტანტინეს სახელობის არტილერისტთა სამხედრო სასწავლებელი პირველი თანრიგით, გენერალური შტაბის აკადემია პირველი თანრიგით და დამატებითი კურსი წარმატებით
წოდება: პოლკოვნიკი
მეთაურობდა: პოლკს, ასევე იყო საოპერაციო საბრძოლო ჯგუფის (ორი დივიზია და ერთი ბრიგადა) შტაბის უფროსი
ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო: წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი და წმინდა გიორგის იარაღი
ომებში მონაწილეობა: რუსეთ-იაპონიის და პირველ მსოფლიო ომები
ასაკი 1918 წლისთვის: 43 წლის
რუსულ არმიაში სამსახურის ხანგრძლივობა: 23 წელი
ალექსანდრე გედევანიშვილი
განათლება: თბილისის კადეტთა სამხედრო სასწავლებელი, პეტერბურგის პავლეს სახელობის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი, გენერალური შტაბის აკადემია მეორე თანრიგით
წოდება: გენერალ-მაიორი
მეთაურობდა: დივიზიას
ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო: წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი ხმლებით
ომებში მონაწილეობა: პირველ მსოფლიო ომი
ასაკი 1918 წლისთვის: 47 წლის
რუსულ არმიაში სამსახურის ხანგრძლივობა: 29 წელი
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
განათლება: პეტერბურგის კონსტანტინეს სახელობის არტილერისტთა სამხედრო სასწავლებელი; გენერალური შტაბის აკადემია პირველი თანრიგით
წოდება: გენერალ-მაიორი
მეთაურობდა: პოლკს , კორპუსის შტაბის უფროსი
ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო: წმინდა გიორგი იარაღი, წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი ხმლებით
ომებში მონაწილეობა: პირველ მსოფლიო ომი
ასაკი 1918 წლისთვის: 46 წლის
რუსულ არმიაში სამსახურის ხანგრძლივობა: 27 წელი
ალექსანდრე ზაქარიაძე
განათლება: თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი; გენერალური შტაბის აკადემია პირველი თანრიგით
წოდება: პოლკოვნიკი
მეთაურობდა: ბრიგადის შტაბის უფროსი
ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო: წმინდა გიორგის იარაღი ,წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბანტით
ომებში მონაწილეობა: რუსეთ-იაპონიის ომი, პირველ მსოფლიო ომი
ასაკი 1918 წლისთვის: 34 წლის
რუსულ არმიაში სამსახურის ხანგრძლივობა: 14 წელი
მოკლე რეზიუმე: ხუთივე გენერალს დამთავრებული ქონდა რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო სასწავლებელი გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია, აქედან ოთხ მათგანს პირველი თანრიგით. ხუთიდან სამმა რუსულ არმიაში მიაღწია გენერლის ჩინს, ხოლო ორი იყო პოლკოვნიკი. ხუთიდან ორმა გენერალმა მიიღო წმინდა გიორგის მე-4 ხარისხი სამხედრო ორდენი . ხუთივე გენერალმა გამოიარა პირველი მსოფლიო ომი, სამმა კი რუსეთ-იაპონიის ომიც. ერთი გენერალი მეთაურობდა არმიას, ერთი დივიზიას, ორი პოლკს , ერთს დიდი შენაერთის მეთაურობის გამოცდილება არ ქონდა. ხუთიდან ოთხ გენერალს ქონდა შტაბის უფროსობის გამოცდილება. აქედან ერთს არმიის შტაბის უფროსობის , ერთს საოპერაციო ჯგუფის შტაბის უფროსობის, ერთს კორპუსის შტაბის უფროსობის ხოლო ერთს კი ბრიგადის შტაბის უფროსის გამოცდილება. გენერლების საშუალო ასაკი ქართულ არმიაში სამსახურის დაწყებისას იყო 44.5 წელი, ხოლო სამხედრო სამსახურში ყოფნის საშუალო ასაკი კი 24.8 წელი.
დიმიტრი სილაქაძე
No comments:
Post a Comment