Tuesday, 31 October 2017

გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო კარიერა 1892-1918 წლებში


დაიბადა -1874 წლის 21 აგვისტოს
სამხედრო განათლება: 1892 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი; 1892-1894 წლებში სწავლობდა და დაამთავრა პეტერბურგის კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი პირველი თანრიგით; 1907-1910 წლებში სწავლობდა და დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია პირველი თანრიგით. ასევე გენერალური შტაბის აკადემიის დამატებითი კურსი ,,წარმატებით".


სამხედრო წოდებები: 1893წ. უმცროსი პორტუპეი იუნკერი
                                          1894 წ.პოდპორუჩიკი (უმცროსი ლეიტენანტი)
                                          1898 წ. პორუჩიკი (ლეიტენანტი)
                                          1902 წ. შტაბსკაპიტანი
                                         1905 წ. კაპიტანი
                                         1915 წ. პოდპოლკოვნიკი
                                         1916 წ. 6 დეკემბერს პოლკოვნიკი

                                         1918 წლის 2 მაისს ხდება გენერალ-მაიორი 


სამსახურის ადგილი და თანამდებობა:  1895-1904 ვლადიკავკაზის 152 ქვეითი პოლკი - ასეულის მეთაური; 1904-1907 წლებში აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 ქვეითი პოლკი - ქვეითი და შემდეგ მეტყვიამფრქვევეთა ასეულის მეთაური; 1910-1911 წლები მე-16 გრენადერების მეგრელთა პოლკი- ასეულის მეთაური; 1912 წლიდან კავკასიის სამხედრო ოლქის ობერ-ოფიცერი; 1914 წლიდან კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის შტაბის გენერალ-კვარტერმეისტერის დაქვემდებარებაში მყოფი შტაბ ოფიცერი; 1914-1915წლებში თბილისის რაიონის ჯარების  მეთაურისა და დროებითი კომენდანტის შტაბის უფროსი; 1915 წელს. ყუბანის პლასტუნთა 1 ბრიგადის შტაბის უფროსი; 1915-1917წლებში კავკასიის მე-4 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი; 1917-1918 წლებში კავკასიის მე-15 მსროლელი ბრიგადის მეთაური; 1917-1918 წლებში კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის შტაბის გენერალ-კვარტერმეისტერის თანაშემწე; 1918 წლის 1918 წლის მაისში ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილე და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

ომებში მონაწილეობა: 1904-1905 წლები რუსეთ-იაპონიის ომი - მეთაურობდა ასეულს. იბრძოდა მუკდენის ბრძოლაში. 1914-1918 წლები პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტი - იყო პოლკის მეთაური; ბრიგადის , დივიზიის და საბრძოლო ჯგუფის (ორი მსროლელი დივიზია და ერთი კაზაკთა ცხენოსანი ბრიგადა) შტაბის უფროსი. მონაწილეობა მიიღო ალაშკერტის, ერზერუმის,  აიბურთ-ერზინჯანის შეტევით და ოგნოტის თავდაცვით ოპერაციებში

სამხედრო ორდენები: წმინდა გიორგის იარაღი და მე-4 ხარისხის ორდენი; წმინდა ანას  მე-4, მე-3, მე-2 ხარისხის ორდენი წარწერით     სიმამაცისათვის; აქედან მეორე ხარისხის ორდენი ხმლით;  წმინდა  ვლადიმირის მე-4 ხარისხის ორდენი ბანტითა და ხმლით, წმინდა ვლადიმირის მე- 3   ხარისხის ორდენი ხმლით ; წმინდა სტანისლავის მე-3 და მე-2 ხარისხის ორდენი ხმლითა და ბანტით. ჰქონდა მიღებული მრავალი მედალი და სპეციალური პრიზი იარაღით სროლასა და ფარიკაობაში გამოჩენილი წარმატებისათვის.

მოკლე დასკვნები: მიიღო კარგი და წარმატებული სამხედრო განათლება, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე მისი დაკავებული თანამდებობები არ შეესაბამებოდა მის განათლებას. ყველაზე დიდი შენაერთი რომლის მეთაურიც პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ის იყო წარმოადგენდა ასეულს. იგი ასეულს მეთაურობდა 1895 წლიდან , ასეულს მეთაურობდა რუსეთ-იაპონიის ომშიც და ასეულს მეთაურობდა 1911 წელს გენერალური შტაბის აკადემიის წარმატებით დასრულების შემდეგაც. იგი ატარებდა კაპიტნის ჩინს 1905 წლიდან 1915 წლამდე , მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მან წარმატებით დაასრულა გენერალური შტაბის აკადემია. მისი სამხედრო ნიჭის წარმოჩენისა და კარიერული წინსვლისთვის ტრამპლინის როლი შეასრულა პირველმა მსოფლიო ომმა, სადაც მთელ რიგ დიდი ოპერაციებში თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა შტაბის ოფიცერმა და სამწლიან მონაკვეთში კაპიტნობიდან - გენერლობას მიაღწია. დამოუკიდებელი საქართველოს არმიაში სამსახურის დაწყებამდე მას უკვე ქონდა დიდი სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება, როგორც ასეულის მეთაურის, ისე მაღალი საშტაბო თანამდებობის მქონე ოფიცრის რანგში. მონაწილეობა ქჰონდა მიღებული როგორც წარმატებულ შეტევით და თავდაცვით ოპერაციებში, ისე წარუმატებელ მუკდენის გრანდიოზულ ბრძოლაში სადაც დიდ მანძილზე უკანდახევა მოუხდა რუსულ არმიას , ისევე როგორც მის ასეულს რომელიც გენერალ რენენკამფის დაჯგუფებაში შედიოდა. დიდი ხნის მანძილზე ასეულის მეთაურობამ მას გამოუმუშავა ჯარისკაცებთან უშუალო  ურთიერთობის და მათ შორის ავტორიტეტის მოპოვების უნარი, გახადა კარგი მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა. 1920 წელს სწორედ ამას აღნიშნავდა საბჭოთა რუსეთის დაზვერვა , რომ კვინიტაძე ჩინებული მცოდნე იყო ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა , იყო ბრძოლაში სრულიად უშიში და შეეძლო მასების გამხნევება და მათი გატაცება. 
                                                                                                                   დიმიტრი სილაქაძე

No comments:

Post a Comment