Sunday, 6 March 2022

დოკუმენტური ფილმი - თებერვლის ტანკები

1916 წლის 15 სექტემბერს, პირველი მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტზე სოფელ ფლერში გერმანელმა ჯარისკაცმა დაინახა რომ მისკენ რკინის ეშმაკი მიემართებოდა, ეს ეშმაკი სინამდვილეში ტანკი იყო რომელმაც ჯარისკაცი შოკში ჩააგდო. გავიდა ხუთი წელი და 1921 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომი დროს მდინარე ლოჭინთან მდგარმა სენაკის და ზუგდიდის გვარდიის ბატალიონის გვარდიელებმაც ნისლიდან გამომავალი სამი რკინის ეშმაკი იხილეს. როგორ წარიმართა ქართველი ქვეითებისა და რუსული ტანკების ბრძოლა ამას დოკუმენტურ ფილმში - ,,თებერვლის ტანკები" შეიტყობთ . გარდა იმისა, თუ როგორ წარიმართა ბრძოლა დოკუმენტური ფილმის მთავარი ხაზის ნაწილია შეტაკების კონკრტული ადგილის ძიებაც.

No comments:

Post a Comment