Sunday, 24 December 2017

აჭარის ,,ტიპები" ჟურნალ მხედარში

1920 წლის ივლისში ბათუმის ოლქიდან  ბრიტანული ჯარი და ადმინისტრაცია გავიდა, მათი ადგილი ქართულმა ჯარმა და ქართულმა ადმინისტრაციამ დაიკავა გენერალ-გუბერნატორის ბენია ჩხიკვიშვილის ხელმძღვანელობით. ქალაქში ჩატარდა აღლუმი, აღიმართა რესპუბლიკის სამფეროვანი დროშა, მოსახლეობა ზეიმობდა, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ იყო.  აჭარის მოსახლეობის ერთი ნაწილი პრო-თურქულად იყო განწყობილი. მოსახლეობის ეს ნაწილი, მართალია უმცირესობას წარმოადგენდა, მაგრამ ისინი არცთუ ცოტანი და ამავდროულად სახიფათონი იყვნენ. მათ ქართული ჯარის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებაც კი ჰქონდათ. პირველად მაშინ როდესაც 1918 წლის მარტსა და აპრილში როდესაც ოსმალური არმიის 37-ე დივიზია აჭარას მოადგა, პრო-თურქულად განწყობილმა აჭარლებმა  ,,ჩეტნიკთა" რაზმები შექმნეს და ოსმალურ ჯართან ერთად ებრძოდნენ დანარჩენ ქართველებს. ადგილორბივ ქართველთა - აჭარელთა ნაწილის ასეთი ქცევით გაცეცხლებულმა  საზოგადო მოღვაწემ ამ კუთხისავე წარმომადგენლემა თავადაც  მუსლიმმა ჰაიდარ აბაშიძემ ჟურნალ ერთობაში სტატიაც კი დაწერა სათაურით - ,, მოღალატე აჭარას". რომელიც იწყებოდა სიტყვებით - ,,მოძმეთა გულში ლახვრის ჩამცემო, ძმის სისხლში გასვრილო, მოღალატე და უსინდისო აჭარავ! . შენ მიწასთან გაასწორე სამაჰმადიანო საქართველოს სახელი, შენ მას ახადე ნამუსი, შენ შეურაცხყე და წაბილწე ჩვენი წარსული და მომავალი ... ". 
 მეორედ კი აჭარელ ,,ჩეტნიკთა" რაზმმა 1920 წლის გაზაფხულზე ბათუმის ოლქში ხულოს მხრიდან შესულ ქართულ რეგულარული ჯარის ნაწილებს შეიარაღებული  წინააღმდეგობა გაუწია  და თავდაპირველად უკუაგდო კიდეც . 1920 წლის ივლისში ყველა ეს წინააღმდეგობა გარეგნულად დაძლეული იყო, მოსახლეობის ერთი ნაწილი ქართულ ჯარს სიხარულით ხვდებოდა, ხოლო მეორე ნაწილს იარაღი დაეყარა, თუმცა მათი მხრიდან ეს მხოლოდ დროებითი უკანდახევას წარმოადგენდა. მოსახლეობის ამ ნაწილის   კეთილგანწყობის მოპოვება საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენდა. ამ პირობებში განსაკუთრებით სიფრთხილის გამოჩენა იყო  საჭირო ბათუმის ოლქში შესულ სამხედროებსა  და ადგილობრივ მოქალაქეებს შორის ურთიერთობაში. სწორედ ამიტომ სამხედრო სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო განყოფილებამ ჟურნალ ,, მხედარის" ნომრებში დაბეჭდა რამდენიმე ჩანახატი , ,,აჭარის ტიპების" შესახებ, რათა ჯარისკაცთათვის ადგილობრივთა  ჩაცმულობა, ჩადრიანი ქალები და ფესიანი ჩაის გამყიდველი უცხო და მიუღებელი არ ყოფილიყო. 



                                                                                                                                   დიმიტრი სილაქაძე

3 comments:

  1. very good post thanks
    blokis danadgarebi
    https://blokisdanadgarebiscexi.wordpress.com/

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete